პირველი ლედი (ინგლ. First Lady) — არჩეული მეთაურის მეუღლე. თავდაპირველად, ტერმინი First Lady ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცოლის მიმართ გამოიყენებოდა, მაგრამ მოგვიანებით  სხვა ენებშიც გავრცელდა და ახლა გამოიყენება ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის მეუღლის მიმართ, თუ ქვეყნის მეთაური არ არის მონარქი. საპარლამენტო რესპუბლიკებსა და კონსტიტუციურ მონარქიებში, ამ ტერმინით მიმართავენ სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს.

ზოგიერთ ქვეყანაში ტერმინი თარგმნილია ოფიციალურ ენაზე.

ისტორია რედაქტირება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ტერმინი პირველად 1849 წელს პრეზიდენტმა ზაქარი ტეილორმა გამოიყენა, როდესაც ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის ჯეიმზ მედისონის მეუღლის დოლი მედისონის გასვენებაზე სიტყვით გამოვიდა[1].  თუმცა, პირველი ქალი, რომელსაც „პირველი ლედი“ უწოდეს, ჰარიეტ ლეინი იყო, აშშ-ის მე -15 პრეზიდენტის ჯეიმზ ბიუკენენის დისშვილი.  ბიუკენენი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი უცოლო პრეზიდენტი და პირველი ლედის როლს ჰარიეტი ასრულებდა[1], რომელიც დედ-მამის სიკვდილის შემდეგ, 11 წლიდან ბიძასთან ერთად ცხოვრობდა[2].

ეს ტერმინი საყოველთაოდ აღიარებულ იქნა მხოლოდ 1877 წელს. ჟურნალისტმა მერი ეიმსმა,  პრეზიდენტ რუტერფორდ ჰეიეს ინაუგურაციის შესახებ წერისას გამოიყენა ტერმინი „პირველი ლედი“, მისი მეუღლის ლუსი უები ჰეიზს მიმართებით[1].

საქმიანობა და მოვალეობები რედაქტირება

ქვეყნის პირველი ქალბატონები დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ სხვა ქვეყნის მეთაურების ცოლებთან და ოჯახის წევრებთან. ოფიციალური შეხვედრების დროს ხშირად მართავენ ე.წ „ქალურ პროგრამებს“. ზოგიერთი პირველი ლედი აქტიურად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში, ყველაზე ცნობილი მაგალითებია ელეონორა რუზველტი და ევა პერონი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მეუღლემ, ჰილარი კლინტონმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტობაზე[3]. 2016 წელს ის იყო აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი[4]. არგენტინის ორმა პირველმა ლედიმ — ისაბელ მარტინეს დე პერონმა და კრისტინა ფერნანადეს დე კრიშნერმა საკუთარი მეუღლეები შეცვალეს (ხუან პერონი და ნესტორ კრიშნერი)[5]. აღსანიშნავია, რომ ისაბელ პერიონი გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი მსოფლიოში[6].

ბოლო დროს ქალი პრეზიდენტების მეუღლეებისადმი გამოიყენებენ ტერმინს „ქვეყნის პირველი ჯენტლმენი“.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება