პირანიასებრნი (ლათ. Serrasalmidae) — მტაცებელი თევზების ოჯახი კობრისებრთა რიგისა. აქვთ ძლიერი ყბები და ბასრი კბილები. ოჯახში 3 გვარია. ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყალში. პირანიასებრთა დიდი ქარავნები თავს ესხმიან ნადავლს, მსხვერპლის სხეულიდან გლეჯენ ხორცს ნაკუწებად (ერთ წუთში შეუძლიათ ძვლებამდე გაასუფთაონ დიდი ცხოველი, მაგ., წყლის გოჭი). ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილ პირანიასებრთა 4 სახეობა, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია 30 სმ-მდე სიგრძის ჩვეულებრივი პირანია (Rooseveltiella nattereri) და 60 სმ-მდე სიგრძის დიდი პირანია (Pygocentrus piraya). აკვარიუმში აგრესიულობას კარგავენ.

პირანიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  პირანიასებრნი
ლათინური სახელი
Serrasalmidae

ლიტერატურა რედაქტირება