პირამიდების ბრძოლა

პირამიდების ბრძოლა

ეგვიპტის ექსპედიციის, მეორე კოალიციის ომისა და

ნაპოლეონის ომების ნაწილი

ანტუან-ჟან გრო, პირამიდების ბრძოლა (1810წ.)
თარიღი 21 ივლისი 1798 წელი[1]
მდებარეობა კაიროს მახლობლად, ეგვიპტე
შედეგი ფრანგების გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ნაპოლეონ ბონაპარტი მურად ბეი
ძალები
20 000 სამხედრო[2][3] 60 000 ადამიანი (აქედან 21 000 მონაწილეობდა ბრძოლაში)[2][3]
დანაკარგები
260 დაჭრილი, 29 მოკლული 7000 მამლუქი, 3000 არაბი, იანიჩართა კორპუსის მებრძოლე და სხვა.
პირამიდების ბრძოლა ვიკისაწყობში

პირამიდების ბრძოლა (ფრანგ. Bataille des Pyramides) — დიდი ბრძოლა, რომელიც მოხდა 1798 წლის 21 ივლისს ნაპოლეონ ბონაპარტის არმიასა და მამლუქებს შორის, რომლებსაც მეთაურობდნენ მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი. მამლუქების მხარეს იბრძოდა ასევე ოსმალეთის იმპერია. ფრანგული არმია ითვლიდა 20 000 სამხედროს, ხოლო მამლუქებს ჰყავდათ 60 000 ჯარისკაცი, თუმცა აქედან მხოლოდ 21 000 მონაწილეობდა ბრძოლაში. პირამიდების ბრძოლა დასრულდა ნაპოლეონის გამარჯვებით და მამლუქების ჯარის დიდი ნაწილის განადგურებით.

წინაპირობა რედაქტირება

1798 წლის ივლისში ნაპოლეონი ალექსანდრიის დაკავების შემდეგ, გაემართა კაიროსკენ. ფრანგული არმია შეხვდა მამლუქებს კაიროსგან 6 კილომეტრისა და პირამიდებისგან 15 კილომეტრის დაშორებით. მამლუქების ძალებს მეთაურობდნენ მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი. ისინი აკონტროლებდნენ 24 000 იანიჩარს, 10 000 კავალერიას, ხოლო მათი ქვეითი არმია იყო საჩქაროდ მობილიზებული გლეხები.

თავის მხრივ მამლუქები დარწმუნებულნი იყვნენ თავის გამარჯვებაში. ნილოსის მარჯვენა მხარეს კი ხალხი შეიკრიბა, რომელიც ემზადებოდა ბრძოლის საყურებლად.

ბრძოლა რედაქტირება

ნაპოლეონმა დაიწყო შეტევა მურადის არმიაზე. მისი ჯარი იყოფოდა ხუთ ნაწილად (კარედ), აქედან თითოეულს კუთხეებში არტილერია ჰქონდა. ფრანგების მარცხენა ფლანგი იყო დაცული ნილოსით. მურადმა მიიყვანა ფლანგი ნილოსის სოფელ ემბახეხთან, რომელიც კარგად გამაგრებული იყო და მასში შედიოდა ქვეითი ბრიგადა და 40 საარტილერიო დანადგარი. მისი ცხენოსანი არმია განლაგებული იყო მეორე ფლანგზე, უდაბნოში. იბრაჰიმი, რომელიც ხელმძღვანელობდა მეორე არმიას, უმწეოდ უყურებდა ბრძოლას ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირიდან.

დაახლოებით 15:30 საათზე, მამლუქი ცხენოსანი ჯარი წავიდა შეტევაზე ფრანგულ პოზიციებზე. ფრანგებმა ცეცხლი გახსნეს მუშკეტებიდან და არტილერიიდან. ფრანგული ნაწილები ძლიერ აზიანებდნენ მამლუქებს. შუაგულში მებრძოლი მამლუქები გაემართნენ ფრანგი გენერლის, ლუი რეზეს რაზმზე და დიდი დანაკარგით გააღწიეს ფრანგების სამხედრო წესრიგს, თუმცა ფრანგებმა მაინც ალყაში მოაქციეს ისინი და ყველა ამოხოცეს შუბებით. სამი ათასი მამლუქი მურადის მეთაურობით წავიდა გიზას მიმართულებით, ხოლო დანარჩენი ცხენოსანი ჯარი გაემართა ბანაკისკენ. იმავდროულად ფრანგებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და შეიჭრნენ სოფელ ემბახეხში გენერალ ბონის მეთაურობით. გენერალი ბონის რაზმებმა გაანადგურეს იქ მყოფი გარნიზონი. თავის მხრივ, საფრანგეთის გენერალმა რამპონმა ორი ქვეითი ბატალიონით დაიკავა თხრილი და დამბა, რომელიც იმყოფებოდა ემბახეხსა და ქალაქ გიზას შორის. ამითი ფრანგებმა მოსწყვიტეს მურადი სხვა მამლუქებისაგან. გენერალ ბონის ჯარისკაცებმა მოახერხეს ეგვიპტელების შეტევების დამარცხება, რომლებიც იმყოფებოდნენ ბანაკში. ამის შემდეგ მამლუქები წავიდნენ გიზის მიმართულებით, რათა შეერთებულიყვნენ მურადის არმიასთან, მაგრამ ეს გზა აღმოჩნდა გადაკეტილი გენერალ რამპონის ორი ბატალიონით. მამლუქები ალყაში აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანი მდინარის გადაცურვას ცდილობდა, მაგრამ უმრავლესობამ ეს ვერ შეძლო. მურად ბეიმ ბევრჯერ სცადა ემბახეხისკენ წასვლას, მაგრამ ყველა მისი მცდელობა შეაკავეს ფრანგებმა. ღამე მურადმა უკან დაიხია, ხოლო ქვეითი ჯარები გადადიოდნენ ნილოსის მეორე მხარეს. ფრანგებს, რომლებიც მიხვდნენ, რომ ბრძოლა მოგებულია, ხოლო ეგვიპტელებმა უკან დაიხიეს, ერგოთ ეგვიპტელების საარტილერიო დანადგარები. ამის შემდეგ ფრანგული არმია კიდევ რამდენიმე დღე ძარცვავდა იქაურობას, რადგან მამლუქებს ჰქონდათ ტრადიცია ბრძოლაში წაეღოთ მთელი ოქრო და ის ქამარში დაემალათ.

ნაპოლეონის დანაკარგი იყო 29 ადამიანი დაღუპული და 260 დაჭრილი. მურადის დანაკარგი ძალიან მძიმე იყო, თურქულ-ეგვიპტური არმიის დანაკარგი იყო არა მხოლოდ მოკლული და დაიჭრილი, დაიხრჩო ან ტყვედ აიყვანეს 7000 ჯარისკაცი. ასევე 3000 არაბი, იანიჩარი და სხვა სამხედროები დაიღუპა. მურად ბეიმ 3000 კაციანი ლაშქრით დაიხია ზემო ეგვიპტეში, სადაც აქტიური პარტიზანული მოქმედებები დაიწყო, ხოლო იბრაჰიმი ათასკაციანი ლაშქრით დაიხია სირიაში.

შედეგები რედაქტირება

თავისი ლეგენდარული ცხენოსანი არმიის დამარცხების შემდეგ, მამლუქები გაიფანტნენ ეგვიპტესა და სირიაში. ამ ბრძოლამ დაშალა მამლუქების 700 წლიანი მმართველობა ეგვიპტეში. 25 ივლისს ნაპოლეონი შევიდა კაიროში. ბრძოლის ველზე ახლა მდებარეობს კაიროს დასავლეთ მიდამოები.

სქოლიო რედაქტირება

  1. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. 2.0 2.1 Smith. The Greenhill Napoleonic Wars Data Book. Greenhill Books, 1998. p. 140
  3. 3.0 3.1 Connelly. Blundering to Glory: Napoleon’s Military Campaigns. Rowman & Littlefield Pub., 2006. 3rd ed. p.50.