პიპასებრნი, უენოები (ლათ. Pipidae) — უკუდო ამფიბიების ოჯახი, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია ორი გვარი: პიპა (Pipa) და დეზებიანი ბაყაყი (Xenopus).

პიპასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  უკუდო ამფიბიები
ოჯახი:  პიპასებრნი
ლათინური სახელი
Pipidae

პიპას გვარი აერთიანებს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. ტანად ყველაზე დიდია (20 სმ-მდე) სურინამული პიპა (Pipidae pipa). ბინადრობენ წყალსატევებსა და მათ ნაპირებზე. მეტად თავისებურად მრავლდებიან: დედალი კლოაკას გადმოიბრუნებს ზურგზე, მამალი კი მუცლით გამოწურავს იქიდან კვერცხებს, რომლებიც ხვდებიან დედლის ზურგის ფოსოებში. 80-85 დღის შემდეგ პატარა ბაყაყები გარეთ გამოდიან.

დეზებიანი ბაყაყების გვარში 8 სახეობაა, გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკაში, აქვს 3 ბრჭყალი უკანა თათებზე. ბინადრობენ მხოლოდ წყალში.

ლიტერატურა რედაქტირება