პილპილისებრნი (ლათ. Piperaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. სწორმდგომი ან მცოცავი ბუჩქები და ბალახებია, იშვიათად — პატარა ხეები. აქვთ მთლიანი, მორიგეობით განლაგებული ხორცოვანი ფოთლები. წვრილი, უყვავილსაფრო, ორსქესიანი ან იშვიათად ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია მკვრივ თავთავებად. ნაყოფი კენკრასებრი ან კურკიანასებრია. პარენქიმულ ქსოვილში ეთერზეთოვანი ჯირკვლები აქვთ.

პილპილისებრნი
Piper nigrum
Piper nigrum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პილპილისებრნი
ლათინური სახელი
Piperaceae

10-12 გვარის 2000-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებში. დიდი გვარებია პილპილი და პეპერომია (Peperomia, თავისი 600-მდე სახეობით), რომლის ზოგიერთი სახეობა მოშენებულია დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა რედაქტირება