პიკო... (ინგლ. pico- < იტალ. piccolo — „პატარა“; აღნიშვნა: , p) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 10−12 (1/1 000 000 000 000, მეტრილიონედი) ამოსავალ ერთეულს.

წარმოშობილია იტალიურიდან — piccolo (პატარა).

1960 წელს ზომა-წონის მეთერთმეტე გენერალურ კონფერენციაზე ოფიციალურად იქნა მიღებული წილადი ერთეულის თავსართად[1].

მაგალითები რედაქტირება

  • 1 პიკომეტრი = 10−12 მეტრი = 0.000 000 000 001 მეტრი.
  • 1 პიკოფარადა = 10−12 ფარადა= 0.000 000 000 001 ფარადა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება