პითაგორას რიცხვები

პითაგორას რიცხვები – სამეული ისეთი ნატურალური რიცხვებისა, რომელთა პროპორციული ან ტოლი გვერდების სამკუთხედი მართკუთხაა. პითაგორას თეორემის თანახმად (a2+b2=c2), ასეთი სამკუთხედის გვერდებიდან უდიდესის (c) კვადრატი ტოლია დანარჩენი ორი (a, b) გვერდის სიგრძის კვადრატების ჯამისა. შესაბამისად, ასეთი რიცხვებია:

(3, 4, 5) (5, 12, 13) (8, 15, 17) (7, 24, 25)
(20, 21, 29) (12, 35, 37) (9, 40, 41) (28, 45, 53)
(11, 60, 61) (16, 63, 65) (33, 56, 65) (48, 55, 73)
(13, 84, 85) (36, 77, 85) (39, 80, 89) (65, 72, 97)

ლიტერატურა რედაქტირება