პიერ ბუგერი (ფრანგ. Pierre Bouguer; დ. 16 თებერვალი, 1698, — გ. 15 აგვისტო, 1758, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი, გეოფიზიკოსი. ცნობილია როგორც „საზღვაო არქიტექტურის მამა“.

პიერ ბუგერი
ფრანგ. Pierre Bouguer
დაბ. თარიღი 16 თებერვალი, 1698(1698-02-16)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი კრუასიკი[1] [3]
გარდ. თარიღი 15 აგვისტო, 1758(1758-08-15)[4] [2] [5] [1] [3] (60 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[6] [1] [3]
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო[1]
საქმიანობა hydrographer[1] [3] , მკვლევარი[1] [3] , მათემატიკოსი[4] , ფიზიკოსი[4] და ასტრონომი[7]
მამა Jean Bouguer
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი

ბიოგრაფია რედაქტირება

პიერის მეცნიერულ ჩაოყალიბებაში დიდი გავლენა იქონია მამამ, რომელიც იყო კრუაზის „სამეფო პროფესორი ჰიდროგრაფიაში“. პიერის მამა საზღვაო საქმის თეორიასთან ერთად კარგად იცნობდა ფიზიკა-მათემატიკურ დისციპლინებს. ათი წლის პიერი მიაბარეს ქალაქ ვანეს იეზიტურ კოლეკიუმში, რომელიც დახურულ სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენდა. ბუგერს მამა სწავლის დამთავრებამდე გარდაეცვალა. 15 წლის პიერმა სპეციალური გამოცდების ჩაბარების შემდეგ დაიკავა მამამისის თანამდებობა. დიდი ნიჭიერების მიუხედავად პედაგოგიური სამსახური პიერისთვის ძნელი აღმოჩნდა. თითქმის ყველა მისი მოწაფე მასზე უფროსი იყო, მაგრამ ახალგაზრდა პედაგოგს თავის ლექციებში იმდენი სიახლე შეჰქონდა, რომ მალე მათ სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ბუგერი თავისუფალ დროს სინათლის ექსპერიმენტულ შესწავლას ანდომებდა.

მოღვაწეობა რედაქტირება

ბუგერის პირველი ნაშრომი სახელად „ცდები სინათლის გრადაციაზე“ გამოიცა 1726 წელს. მომდევნო შრომა ეხებოდა საზღვაო საქმეს; მასში განხილულია გემის ანძების აღჭურვილობის საკითხი. ამ ნაშრომმა 1727 წელს პარიზის აკადემიის კონკურსზე სპეციალური ჯოლდო დაიმსახურა. ამ წარმატებებს მალევე მიემატა ახალი გამარჯვებები. ბრიუგერმა მიიღო აკადემიის ჯილდოები შემდეგ ნაშრონებზე: „ზღვაზე მნათობთა სიმაღლის დაკვირვების საკითხები“(1729) და „ზღვაზე კომპასის მაგნიტური ისრის დახრილობის განსაზღვრა“ (1731). სწორედ პირველმა ნაშრომმა განსაზღვრა ბუგერის ძირითადი სამეცნიერო ინტერესების სფეროები (ფოტომეტრია, ასტრონომია და საზღვაო საქმე). მისსავე წიგნში „სინათლის გრადაციის შესახებ“, რომელშიც მოცემული იყო ფოტომეტრიის საფუძვლები, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნივთიერებაში გავლის დროს სინათლის შესრუტვის კანონს, როგორც ბუნების ერთ-ერთ ზოგად და ძირითად კანონს.

ბუგერი 1731 წელს აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ეს იყო მისთვის უდიდესი აღიარება. 1734 წელს მან აკადემიას წარუდგინა სამეცნიერო ნაშრომები, რომელში იგი განიხილავდა დედამიწის ფორმის პრობლემებს. სწორედ ბუგერის ნაშრომი დაედო საფუძვლად ფრანგი მათემატიკოსის კლეროს კლასიკურ ნაშრომს („დედამიწის ფიგურის თეორია“). ამავე პერიოდში პარიზის მეცნიერებათა აკადემიამ დედამიწის ფორმის დადგენის მიზნით გადაწყვიტა მოეწყო ორი ექსპედიცია მერიდიანის გრადუსის სიგრძის გასაზომად. ბუგერი იყო ამ ექსპედიციის მონაწილე კოდმანთად და გოდენთან ერთად. ისინი 1735 წელს გაემგზავრენ პერუში. რთული პირობების მიუხედავად მათ მაინც მოახერხეს ტრიანგულაციური სამუშაოების ჩატარება. ექსპედიციის დროს ბუგერმა და კოდმანმა ჩაატარეს კვლევები გრავიმეტრიაში. ბუგერმა ექსპერიმენტალურად დაასაბუთა, რომ სიმძიმის ძალის მიმართულებაზე გავლენას ახდენს მთების მიზიდულობა, რაც თეორიულად ჯერ კიდევ ისააკ ნიუტონმა გამოიანგარიშა. ბუგერის მიერ შექმნილი ფორმულა სიმძიმის ძალის რედუქციისათვის დღესაც გამოიყენება. პერუში, ჩიმბორასოს მწვერვალზე, ბუგერი სწავლობდა ჰაერში სინათლის განბნების მოვლენებს და სიმაღლის მიხედვით წნევის განაწილებას. იგი იყო პირველი მკვლევარი ვინც პრაქტიკულად გამოიყენა ჰალეის ბარომეტრული ფორმულა. 1744 წელს, ცხრა წლიანი მოგზაურობის შემდეგ ბუგერი დაბრუნდა საფრანგეთში და მოაწყო ექსპედიციის შესახებ მოხსენება აკადემიის ღია კარზე. ამ შედეგებმა მას დამსახურებული დიდება მოუტანა.

ბუგერი თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ გემთმშენებლობის თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად. სწორედ მან შემოიტანა გემთმშენებლობაში სიტყვა „მეტაცენტრი“. 1748 წელს მან გამოიგონა ჰელიომეტრი — ხელსაწყო პლანეტების კუთხური დიამეტრის გასაზოად, რომელიც ხომალდის სიჩქარისა და გავლილი მანძილის საზომად გამოიყენებოდა.

ბუგერმა ცხოვრების უკანასკნელი წლები სინათლის გრადაციის შესწავლაში გაატარა. მისი უკანასკნელი ნაშრომი „ოპტიკური ტრაქტატი სინათლის გრადაციის შესახებ“ მისი გარდაცვალებიდან ორ წელში გამოიცა. მართალია ბუგერის ინსტრუმენტული ნაწილი დღესდღეობით მოძველებულია, მაგრამ მისი ნაშრომები დღესაც დიდ მეცნიერულ ინტერესს იწვევს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 57-59, თბ., 1980.
  • П. Б у г е р, Оптический трактат о градации света, М., 1950.
  • Ф. Розенбергер, История физики, ч. II, М.-Л., 1937.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. 4.0 4.1 4.2 Ф. Петрушевский Бугер, Петр // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IVа. — С. 830–831.
  5. Annuaire prosopographique : la France savante
  6. Бугер Пьер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 85.
  7. Бугер, Петр // Больница — Буковина — 1927. — Т. 7. — С. 771.