პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა

ქუჩა თბილისში

პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი). პავლე ინგოროყვას ქუჩიდან დანიელ ჭონქაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა კონსულის ქუჩა. ქუჩაზე განთავსებული იყო სპარსეთის საკონსულო და ქუჩის სახელწოდებაც მას უკავშირდება. ასევეა დატანილი 1876 წლის გეგმაზე. აქვე იყო სახანძრო სამსახურის („ცეცხლის მქრობელთა რაზმის“) შენობა. 1923 წელს გიორგი ელიავას (ცხრა ძმიდან ერთ-ერთი) სახელი დაერქვა. 1938 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელი ეწოდა, რომელიც 1890 წელს ამ ქუჩაზე ცხოვრობდა.

პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები კონსულის ქუჩა, გიორგი ელიავას

ლიტერატურა რედაქტირება