პეტრე გრუზინსკი (მხატვარი)

პეტრე ნიკოლოზის ძე გრუზინსკი (ბაგრატიონი, რუს. Пётр Николаевич Грузинский; დ. 1837 ― გ. 1892) — ეროვნებით ქართველი რუსეთში მოღვაწე ფერმწერი, ბატალისტი და ჟანრისტი. ცნობილი მისი ნახატების სერიით კავკასიის ომის სცენებით. შთამომავალი ბაგრატიონთა დინასტიის მუხრან-გრუზინსკის შტოს, რომელიც XVIII საუკუნეში რუსეთში გადასახლდა.

„მთიელები სოფელს ტოვებენ“ (პეტრე გრუზინსკი)

ბიოგრაფია რედაქტირება

1851 წელს შევიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1860 წელს სურათისათვის „ბოშათა ბანაკი“ დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი, ხოლო 1862 წელს სურათისათვის „ღუნიბის აღება“ — დიდი ოქროს მედალი. საზღვარგარეთ გაემგზავრა როგორც აკად. პენსიონერი. პარიზში დახატა სურათები „ზუავების პიკეტი საფრანგეთში მანევრებზე“ და „ბაზარი ფონტენბლოში“. 1864 წელს დაბრუნდა რუსეთში, რათა პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის შეკვეთილი სურათის („რუსის ჯარის მოახლოებისას მთიელები ტოვებენ აულს“) ესკიზები შეესრულებინა. 1872 წელს სამუდამოდ დაბრუნდა რუსეთში და იმავე წელს აღნიშნული სურათისათვის აკადემიკოსობა მიიღო. გრუზინსკის გვიანდელი (1891-მდე) ნამუშევრებია: „სცენა სოფლის ცხოვრებიდან“, „გასეირნება ქალაქგარეთ“ და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 281, თბ., 1978