პესო, პეზო (ესპ. peso, სიტყვასიტყვით — წონა < ლათ. pensum — აწონილი), ესპანური ვერცხლის მონეტა მოჭრა დაიწყო XVI საუკუნეში, კარლ V-ის დროს და გრძელდებოდა 1868 წლის ჩართვით, იჭრებოდა 8,4 და 2 რეალის ღირებულებისა. თავდაპირველად პესო ერქვა ვერცხლის თანაბარი ზომის ნაჭრებს, რომლებსაც ესპანელები ამერიკის დაპყრობილ ტერიტორიაზე ფულის ნაცვლად ხმარობდნენ. პესო იჭრებოდა როგორც ესპანეთის, ისე ამერიკის კოლონიების ზარაფხანებში. ევროპაში მას პისტრს უწოდებდნენ. პესოს შუბლზე გამოსახულია საგერბო ფარი, ზარაფხანის აღმნიშვნელი სათინური ასოები და ნომინალური ღირებულება. გარშემოვლებული ლათინური ზედწერილით გადმოცემულია ესპანეთის მეფის სახელი, ტიტულატურა და მონეტის მოჭრის თარიღი. ზურგზე გამოსახულია ჯვარი, რომლის ტოტებს შორის ჩასმულია კასტილიისა და ლეონის გერბები. ზედწერილი აგრძელებს შუბლის წარწერას.

ჩილეს პესო 1877 წ. ვერცხლისფერი.

საქართველოში გავრცელდა XVI საუკუნის II ნახევრისა და XVII საუკუნის ესპანეთის მეფეების ფილიპე II-ის (1598-1621) და ფილიპე IV-ის (1621-1665) სახელით მოჭრილი პესოები. აღმოჩენილია როგორც განძების (ახალციხი, ოზურგეთი, ოტობაია, ურთა, უდე), ისე ერთეულების (ლეხაინდრავო, მელექედური, ქუთაისი) სახით.

პესო არგენტინის, ბოლივიის, დომინიკელთა რესპუბლიკის, კოლუმბიის, კუბის, მექსიკის, პარაგვაის, ურუგვაის, ჩილესა და ფილიპინების თანამედროვე ფულადი ერთეული და მონეტა.

ქვეყნები რომლებიც ამჟამად იყენებენ პესოს რედაქტირება

ქვეყნები ვალუტა ISO 4217 კოდი
  არგენტინა არგენტინული პესო ARS
  ჩილე ჩილეს პესო CLP
  კოლუმბია კოლუმბიური პესო COP
  კუბა კუბური პესო CUP
  დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკელთა რესპუბლიკის პესო DOP
  მექსიკა მექსიკური პესო MXN
  ფილიპინები ფილიპინური პესო PHP
  ურუგვაი ურუგვაული პესო UYU

ქვეყნები რომლებიც იყენებდნენ პესოს რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პესო&oldid=4196881“-დან