პერიფეტეჰეფესტოს შვილი, ავი ბუმბერაზი, კომბლისმქნევლად წოდებული („კორინეტეს“: კორინე — კომბალი, ლახტი), რადგან გამვლელ-გამომვლელს რკინის კომბლით (გურზით) უხეთქავდა თავს. ტროიძენიდან ათენს მიმავალ ჭაბუკ თეზევსს პირველად ეს ლახტოსანი სემოეყარა, გმირმა თეზევსმა მისისვე კომბლით განგმირა პერიფეტე და შენდეგ ამ კომბალს ატარებდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 403, თბ., 1983