პერვეზ მუშარაფი (ურდუ: پرويز مشرف , ინგლ.: Pervez Musharraf; დ. 11 აგვისტო 1943, ნიუ-დელი, ინდოეთი — გ. 5 თებერვალი, 2023) — პაკისტანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, პაკისტანის პრეზიდენტი 2001-2008 წწ.

პერვეზ მუშარაფი

ბიოგრაფია რედაქტირება

პერვეზ მუშარაფი დაიბადა 1943 წლის 11 აგვისტოს ნიუ-დელიში, ინდოეთში. 1947 წელს მან მშობლებთან ერთად დატოვა ინდოეთი და პაკისტანში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მუშარაფმა სამხედრო განათლება მიიღო და არმიაში დაიწყო სამსახური. მან ინდოეთის წინააღმდეგ ორივე ომში მიიღო მიიღო მონაწილეობა.

ომის შემდეგ იგი პაკისტანის არმიის პირველი გენერალი გახდა. 1999 წლის 12 ოქტომბერს მუშარაფის მეთაურობით (იგი ამ დროს გენშტაბის უფროსი იყო) არმიამ პუტჩი მოაწყო და პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი შინაპატიმრობაში აიყვანა. პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ 1999 წლის 22 დეკემბერს მუშარაფის 30.000-მდე მებრძოლმა ქვეყნის ყველა ელექტროსადგური დაიკავა, რითაც კონტროლი დაამყარა პაკისტანის ეკონომიკაზეც. 2001 წლის 20 ივნისს მუშარაფი ოფიციალურად გახდა პაკისტანის პრეზიდენტი.

 
ჯორჯ ბუში და პერვეზ მუშარაფი

დასავლეთის ქვეყნებში მუშარაფი მოიაზრებოდა, როგორც გაწონასწორებული პოლიტიკოსი. ის დასავლეთთან თანამშრომლობდა კიდეც. მისი პრეზიდენტობის დროს პაკისტანში ეკონოკური რეფორმები გატარდა და ქვეყანა მოდერნიზაციის გზაზე დადგა. რელიგიურ საკითხში პერვეზ მუშარაფი შემწყნარებელი და გაწონასწორებულია. პუტჩის შემდეგ პაკისტანის არმია და უშიშროების სამსახური გაიწმინდა ისლამისტური ელემენტებისაგან.

2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტების შემდეგ მუშარაფი აშშის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მოკავშირე იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. 2003 წლის 14 დეკემბერს იგი აფეთქებას გადაურჩა რავალპინდიში, როცა ტერორისტებმა ააფეთქეს ის ხიდი, რომელზეც პრეზიდენტის ესკორტმა გაიარა. ეს მუშარაფზე მოწყობილი მესამე ტერაქტი იყო.

პტეზიდენტობის უკანასკნელ წლებში მუშარაფი ინდოეთთან შერიგების გზას ადგა. ეს მოლაპარაკებები ცნობილია „კრიკეტ-დიპლომატიის“ სახელწოდებით.

2008 წლის 18 აგვისტოს პრეზიდენტი მუშარაფი გადადგა სამთავრობო კოალიციის მხრიდან იმპიჩმენტის საშიშროების გამო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: