პენონომე (ესპ. Penonomé) — ქალაქი პანამაში, კოკლეს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ინტერ-ამერიკულ გზატკეცილზე, ბრტყელ დაბლობში.

ქალაქი
პენონომე
Penonomé

პენონომეს ეკლესია
ქვეყანა პანამის დროშა პანამა
პროვინცია კოკლე
კოორდინატები 8°31′00″ ჩ. გ. 80°21′00″ დ. გ. / 8.51667° ჩ. გ. 80.35000° დ. გ. / 8.51667; -80.35000
დაარსდა 1851
ფართობი 1709 კმ²
ცენტრის სიმაღლე 70±1 მეტრი
მოსახლეობა 88 143 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 51,58 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
პენონომე — პანამა
პენონომე

ისტორია რედაქტირება

პენონომე 1581 დაარსდა.[1] სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან „penó Nomé“. ნომე ადგილობრივ ინდიელთა ტომის ბელადი იყო, რომელიც ესპანელმა კოლონიზატორებმა მოკლეს. პენონომე ნიშნავს „ნომე სიკვდილით დასაჯეს“.[2] მცირე ხნით, პენონომე პანამის დედაქალაქიც იყო, მას შემდეგ, რაც 1671 წელს ქალაქი პანამა მეკობრე ჰენრი მორგანმა აიღო.[1]

ქალაქში სახლობს თურქი, ჩინელი და არაბი იმიგრანტების მრავალი შთამომავალი.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Katzman, Patricia. Panama. Hunter Publishing (2006), p. 162. ISBN 978-1-58843-529-3.
  2. Panama Now. Focus Publications (1986), p. 19.
  3. Contraloría General de la República, Censo 2010 http://www.censos2010.gob.pa/Resultados/cuadros.aspx დაარქივებული 2011-03-07 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)