პატრის ლუმუმბა (დ. 2 ივლისი, 1925 — გ. 17 იანვარი, 1961) — კონგოელი პოლიტიკოსი და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი. კონგოს (ყოფილი ზაირის) პრემიერ-მინისტრი. ყოფილი ფოსტის მოხელე. 1957 წელს დააარსა კონგოს ეროვნული მოძრაობა. ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი მას „მემარცხენე ანტიკოლონიალიზმის ლიდერად“ თვლიდა. კონგოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1960 წლის ივლისში, გახდა პრემიერ-მინისტრი. 3 თვის შემდეგ, მობუტუს მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალებით, ლუმუმბა ჩამოაგდეს, დააპატიმრეს და დახვრიტეს. ეს ფაქტი საბჭოთა კავშირმა გამოიყენა იდეოლოგიური კამპანიისთვის. ამტკიცებდა, რომ მის სიკვდილში ვაშინგტონის ხელი ერია. მოსკოვში ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის სახელობის უნივერსიტეტიც კი დააარსეს, სადაც მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ასწავლიდნენ.

პატრის ლუმუმბა
ფრანგ. Patrice Émery Nibba Lumumba
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1925(1925-07-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი Katakokombe, Congo-Kasaï, ბელგიური კონგო
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 1961(1961-01-17)[1] [2] [3] [4] [5] [8] [9] (35 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლუბუმბაში, კონგოს რესპუბლიკა (ლეოპოლდსვილი)
მოქალაქეობა კონგოს რესპუბლიკა (ლეოპოლდსვილი)
ეროვნება African Brazilians
მეუღლე/ები Pauline Opango
შვილ(ებ)ი François Lumumba, Guy-Patrice Lumumba, Juliane Amato Lumumba და Roland Lumumba
ჯილდოები Order of the Companions of O. R. Tambo და Grand Cross of the Order of the Crown

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118575295 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. Discogs — 2000.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. Munzinger Personen