პატრიკ ვარსკვლავი

პარტიკ ვარსკლავი — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალის, „ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი“ გამოგონილი პერსონაჟი. მას ახმოვანებს მსახიობი ბილ ფაგერბეიკლი. პატრიკის პერსონაჟი შექმნა სტივენ ჰილენბურგმა. პატრიკი პირველად გამოჩნდა 1999 წლის 1 მაისს, საპილოტე ეპიზოდში „Help Wanted“.

პატრიკ ვარსკლავი
პირველი გამოჩენა „Help Wanted“
შემქმნელი სტივენ ჰილენბურგი
ახმოვანებს ბილ ფაგერბეიკლი
ინფორმაცია
სახეობა/რასა ზღვის ვარსკვლავი
სქესი მამრობითი
საცხოვრებელი ადგილი ბიკინი ბოტომი
საუკეთესო მეგობარი ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი

პატრიკი წარმოჩენილია როგორც ზარმაცი, მსუქანა ზღვის ვარსკვლავი. ის ცხოვრობს წყლისქვეშა ქალაქ ბიკინი ბოტომში, სკუიდვორდის მოაის მეზობლად. მისი საუკეთესო მეგობარია ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი. პატრიკი უმუშევარია და თავის თავის „არაფრის კეთების ხელოვნების“ ექსპერტს უწოდებს.

პერსონაჟმა დადებითი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგან, ხოლო გულშემატკივრებისგან მოწოდება დაიმსახურა. ის გამოჩნდა „ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალთან“ დაკავშირებულ ნაკრეთობებ, იყო ეს სათამაშოები, კომიქსები, ვიდეო თამაშები, სავაჭრო კარტები და ა.შ. ის არის ერთ-ერთიო მთავარი პერსონაჟი „The SpongeBob SquarePants Movie“-ში (2004), „The SpongeBob Movie: Sponge Out of Water“ (2015) და „The SpongeBob Movie: Sponge on the Run“ (2020). პატრიკი არის საკუთარი შოუს „პატრიკ ვარსკლვავის შოუს“ წამყვანი.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Nellie Andreeva. (August 10, 2020) SpongeBob SquarePants Spinoff Series The Patrick Star Show Set At Nickelodeon. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: August 10, 2020