პატარა პანდა ან წითელი პანდა (ლათ. Ailurus fulgens) — ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.

პანდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ailurus fulgens
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 714

პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: უცნობია, მაგრამ მათი რაოდენობა, როგორც ჩანს, შობადობის დაბალი მაჩვენებლისა და ადამიანის ჩარევის გამო კლებულობს. ძირითადი საშიშროებები: საძოვრების გაფართოება, მთის ბამბუკის ტყეების განადგურება და უკანონოდ ნადირობა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება