პატარა ლიახვი

მდინარე საქართველოში, ერედვისა და გორის მუნიციპალიტეტებში

პატარა ლიახვიმდინარე საქართველოში, გორისა და ერედვის მუნიციპალიტეტებში; მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთასა და შიდა ქართლის ვაკეზე. სიგრძე 65 კილომეტრი, აუზის ფართობი 513 კმ². სათავე აქვს გუდისის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2920 მეტრზე. ერთვის დიდ ლიახვს მარცხნიდან სოფელ შერთულთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზამთარში, წყალმოვარდნაივლისიდან დეკემბრამდე. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 45 %, ზაფხულზე — 33 %, შემოდგომაზე — 12 %, ზამთარზე — 10 %. საშუალი წლიური ხარჯი შესართავთან 12,3 მ³/წმ. ზამთარში დროდადრო ჩნდება ყინულნაპირისი და ძგიფი. იყენებენ სარწყავად.

პატარა ლიახვი

პატარა ლიახვი სოფ. ტირძნისთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები შიდა ქართლის მხარე
მარჯვენა შენაკადები ჩაბარუხისწყალი, ფოტნისა, ელტურა, ღვრია
მარცხენა შენაკადები ფაჩურისწყალი
სათავე გუდისის ქედი
42°26′26″ ჩ. გ. 44°11′19″ ა. გ. / 42.440611° ჩ. გ. 44.188861° ა. გ. / 42.440611; 44.188861
სათავის სიმაღლე 2920 მ
შესართავი დიდი ლიახვი
42°06′52″ ჩ. გ. 44°01′55″ ა. გ. / 42.114694° ჩ. გ. 44.032056° ა. გ. / 42.114694; 44.032056
სიგრძე 65 კმ
აუზის ფართობი 513 კმ²
მდინარის სისტემა დიდი ლიახვიმტკვარიკასპიის ზღვა
ყინულოვანი მოვლენები ყინულნაპირისი და ძგიფი
წყალსაცავი ზონკარის წყალსაცავი
წყლის ხარჯი (საშ.) 12,3 მ³/წმ
პატარა ლიახვი — საქართველო
პატარა ლიახვი
პატარა ლიახვი
პატარა ლიახვი — შიდა ქართლი
პატარა ლიახვი
პატარა ლიახვი
— სათავე, — შესართავი
პატარა ლიახვი ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება