პატარა ვუკი (ფილმი)

პატარა ვუკი (ინგლ. A Fox's Tale, უნგრ. Kis Vuk) — 2008 წლის უნგრულ-ბრიტანული ანიმაციური ფილმი, რომელიც წარმოადგენს 1981 წლის ფილმის „ვუკი“ გაგრძელებას. ინგლისურენოვანი ვერსიის გამხმოვანებლები არიან ფრედი ჰაიმორი, მირანდა რიჩარდსონი, ბილ ნაიი და სიენა მილერი.[1]

„პატარა ვუკი“

ოფიციალური პოსტერი
რეჟისორი დიერდი გატი
ჯანოს უჟაკი
პროდიუსერი ჟოფია კენდე
ვოლფ ლასლო
სტივენ მალიტი
მელვინ შინგერი
კორნელ შიპოში
სცენარის ავტორი პეტერ დოკა
ისტვან ფეკეტე
დიერდი გატი
როლებში ფრედი ჰაიმორი
მირანდა რიჩარდსონი
ბილ ნაიი
სიენა მიერი
კლემენსი ბერტონ-ჰილი
მეტიუ მაკნალტი
მუსიკა კრისტიან შომი
სტუდია DYN Entertainment
დისტრიბუტორი Budapest Film Rt.
Fantastic Films Int.
გამოსვლის თარიღი
  • 12 აპრილი, 2008 (2008-04-12) (გაერთიანებული სამეფო)
  • 17 აპრილი, 2008 (2008-04-17) (უნგრეთი)
ხანგრძლივობა 85 წუთი
ქვეყანა უნგრეთი, გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
უნგრული

ფილმი უნგრეთში თეატრალური სახით გამოვიდა 2008 წლის 17 აპრილს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში — 2009 წლის მიწურულს.

შინაარსი რედაქტირება

ფილმი არის პატარა მელიის, ჯეკის (ფრედი ჰაიმორი) შესახებ, რომელიც მთელ თავის დროს ტყეში თავის მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ბედნიერ ცხოვრებაში ატარებს. მისი ცხოვრება საგრძნობლად იცვლება, როცა პატარა ჯეკის მამას, ჯეკს დაიჭერენ.[2] ფილმის ანტაგონისტს, ცირკის გამჭრიახ მფლობელს, სახელად ანა კონდას (მირანდა რიჩარდსონი), უფრო და უფრო დიდი და უკეთესი სანახაობების ჩატარება უნდა. ამის გამო ის ტყიდან იტაცებს არაერთ ცხოველს, მათ შორის პატარა ჯეკის მამას. თავისი ილუზიონისტი მეუღლის, რინგმასტერის (ბილ ნაიი) დახმარებით, ანა ცხოველებს ჰიპნოზის ქვეშ მოაქცევს და სანახაობებში მონაწილეობას აიძულებს.[2]

მამის გადარჩენისას, პატარა ჯეკს არაერთი უჩვეულო გმირი ეხმარება, მათ შორის ბუნების მოყვარული ბიჭი ალექსი (მეტიუ მაკნალტი) და ახალგაზფრდა აკრობატი, სახელად არაბელა. პატარა ჯეკი არაერთ მეგობარს გაიჩენს, მათ შორის ცირკის მელას, სახელად დარსის (სიენა მილერი). ისინი ერთად ცდილობენ ცხოველების გადარჩენას, რათა ტყეში ყველა თავიანთ სახლს დაუბრუნდეს.[2]

გამხმოვანებლები რედაქტირება

მიღებული შეფასებები რედაქტირება

ფილმმა უნგრული მაყურებლებისგან ძალიან უარყოფითი შეფასებები მიიღო, რადგან მიიჩნიეს, რომ ფილმმა 1981 წლის ორიგინალური ვერსიის სტილი ვერ გააცოცხლა.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. A Fox’s Tale en. ციტირების თარიღი: 9 September 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 Fantastic Films International, LLC en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 August 2009. ციტირების თარიღი: 19 May 2009.
  3. A Foxs Tale Review! – GSM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 5 October 2019.