პარტიზანი ბელგრადი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთ კლუბი პარტიზანი (სერბ. Фудбалски клуб Партизан), ცნობილი როგორც „პარტიზანი ბელგრადი“ — სერბეთის საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაფუძნებულია ბელგრადში. არის პარტიზანის სპორტის ასოციაციის ძირითადი ნაწილი.[1] ასპარეზობს სერბეთის საფეხბურთო სუპერლიგაში, მთელი ისტორიის მანძილზე ასპარეზობდა იუგოსლავიის, შემდეგ სერბეთის უმაღლესი დონის ჩემპიონატებში. მოგებული აქვს 39 ტიტული, 26 ეროვნული ჩემპიონატის გათამაშება, 12 თასი, 1 სუპერთასი და 1 მიტროპის თასი.[2] იუგოსლავიის ჩემპიონატის ყველა დროის ცხრილში იკავებს მეორე ადგილს.[3]

პარტიზანი
სრული სახელი საფეხბურთ კლუბი პარტიზანი ბელგრადი
მეტსახელი Crno-beli (შავ-თეთრები), Parni valjak
დაარსდა 4 ოქტომბერი, 1945
სტადიონი პარტიზანის სტადიონი
ბელგრადი, სერბეთი
(ტევადობა: 32 710 მაყურებელი)
პრეზიდენტი სერბეთის დროშა ივან ჩურკოვიჩი
მწვრთნელი სერბეთის დროშა ივან ტომიჩი
ლიგა სერბეთის საფეხბურთო სუპერლიგა
2022–23 მე-4
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

კლუბი დაარსდა 1945 წელს, ბელგრადში, იუგოსლავიის სახალხო არმიის ახალგაზრდა ოფიცრების მიერ, როგორც იუგოსლავიის სპორტის ასოციაციის წევრი.[4] 1949 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს პარტიზანის სტადიონზე. საფეხბურთო კლუბმა „პარტიზანმა“ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ, 195-56 წლების სეზონის გათამაშებაში.[5] „პარტიზანი“ არის პირველი ბალკანური და აღმოსავლეთ ევროპული კლუბი, რომელიც გავიდა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში, 1966 წელს იგი მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა.[6]

„პარტიზანს“ აქვს დიდი ხნის მეტოქეობა „ცრვენა ზვეზდასთან“. ამ ორი კლუბის დაპირისპირება ცნობილია როგორც მარადიული დერბი და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თანაქალაქელთა დაპირისპირება მსოფლიოში.[7] 2009 წლის სექტემბერში ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა „პარტიზანი“ - „ცრვენა ზვეზდას“ დაპირისპირებას მიანიჭა მეოთხე ადგილი მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო საფეხბურთო დაპირისპირებას შორის.[8] „პარტიზანი“ არის მეორე ყველაზე პოპულარული კლუბი სერბეთში,[9] ასევე პოპულარულია ჩერნოგორიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, განსაკუთრებით სერბთა რესპუბლიკის მოსახლეობაში.[10]

ტიტულები რედაქტირება

ჯამში „პარტიზანს“ მოგებული აქვს 40 ტიტული, 26 ეროვნული ჩემპიონატი, 12 ქვეყნის თასი, 1 სუპერთასი და 1 მიტროპის თასი.

კლუბს მაისურზე აქვს ორი ოქროს ვარსკვლავი, რაც დაიმსახურა ეროვნული ჩემპიონატის ტიტულების რაოდენობით. პირველი ვარსკვლავი მიიღო, როდესაც მეათედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 1985–86 წლების სეზონში, ხოლო მეორე ტიტულის მეოცედ მოგების შემდეგ, 2007–08 წლების სეზონში.

ეროვნული ჩემპიონატი – 26

საფეხბურთო თასი – 12

იუგოსლავიის სუპერთასი – 1

    • გამარჯვებული (1): 1989

ევროპული რედაქტირება

  • მიტროპის თასი
    • გამარჯვებული (1): 1978

სხვა ჩემპიონატები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Crno-beli rođendan“ (Serbian). Sportske.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-29. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. Trophies. Partizan.rs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-26. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2012.
  3. Tabele-prvi-i-drugi-liga-Jugoslavije Bosnian. Bihsoccer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-22. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2012.
  4. „კლუბის ისტორია“. Partizan.rs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-07. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  5. „FK Partizan“. UEFA.com. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. 1965/66: Madrid make it six. UEFA.com. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2012.
  7. „Partizan Beograd – The Black and Whites of Belgrade“. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-02. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  8. Fortune, Matt. „THE LIST: The greatest rivalries in club football, Nos 10–1“. London: Daily Mail. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  9. „Pola Srbije navija za Crvenu zvezdu“ (Serbian). The Večernje novosti. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2012.
  10. „Grobari iz Crne Gore i RS vraćeni sa granice“ (Serbian). The Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)