პარნონი (ბერძ. Πάρνωνας) — ქედი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. სიმაღლე 1935 მ-მდე. აგებულია უმეტესწილად კრისტალური ფიქლებითა და კირქვებით. დასავლეთი კალთები დამრეცია, აღმოსავლეთი — ციცაბოდ ეშვება ხმელთაშუა ზღვის არგოლიკოსის ყურისკენ. ფერდობები შემოსილია ხმელთაშუაზღვიური ბუჩქნარებით, მწვერვალებზე ფიჭვისა და სოჭის ტყეების რელიქტია.

პარნონი
კოორდინატები: 37°06′22″ ჩ. გ. 22°43′48″ ა. გ. / 37.10611° ჩ. გ. 22.73000° ა. გ. / 37.10611; 22.73000
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სიმაღლე 1935 
სიგრძე 100 კმ
პარნონი — საბერძნეთი
პარნონი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: