პარნასურა (ლათ. Parnassia palustris) — 10-40 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოულია, სწორად მდგომი. ფოთლები როზეტულია, გრძელყუნწიანი, მომრგვალო-კვერცხისებური, კიდემთლიანი. ღეროსეული ფოთოლი ერთია და გულის ფორმის, ღერომხვევი. გვირგვინი მოთეთრო ფერისაა. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების ტენიან ადგილებში, მდინარეებისა და რუების გაყოლებით. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. ბორეალური სახეობაა.

პარნასულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ჭანჭყატასებრნი
გვარი:  Parnassia
სახეობა:  პარნასულა
ლათინური სახელი
Parnassia palustris L.
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164421
გავრცელება

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება