პაპირუსი, პაპირი (ლათ. Cyperus papyrus) — მრავალწლოვანი მცენარე ისლისებრთა ოჯახისა. 5 მ-მდე სიმაღლის სამწახნაგოვანი ღერო და ვიწრო, გრძელი ფესვთანური ფოთლები აქვს. ქოლგისებრ ყვავილედში თავმოყრილია 6-16-ყვავილიანი თავტუნები.

პაპირუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ისლისებრნი
სახეობა:  პაპირი
ლათინური სახელი
Cyperus papyrus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164158

იზრდება ტროპიკულ აფრიკაში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ქმნის შალდამებს. ძველად კულტივირებული იყო ეგვიპტეში, პალესტინასა და სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

პაპირის ღეროს ხმარობდნენ საწერი მასალის — პაპირუსის დასამზადებლად, საჭმელად, ამზადებდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჭილოფებს. დეკორატიულ მცენარედ აშენებენ ბაღებში, პარკებსა და ორანჟერეებში.

ლიტერატურა რედაქტირება