პაპეეტე (ფრანგ. Papeete, ტაიტ. Pape’ete) — საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქი, მდებარეობს არქიპელაგ საზოგადოების კუნძულებზე არსებულ კუნძულ ტაიტიზე.

დედაქალაქი
პაპეეტე
ფრანგ. Papeete, ტაიტ. Pape’ete

პაპეეტეს ხედი
დროშა

ქვეყანა საფრანგეთის პოლინეზიის დროშა საფრანგეთის პოლინეზია
კოორდინატები 17°32′00″ ს. გ. 149°34′00″ დ. გ. / 17.53333° ს. გ. 149.56667° დ. გ. / -17.53333; -149.56667
ქალაქის მერი მიშელ ბუილარი (Michel Buillard)
დაარსდა 1818
ფართობი 17,4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 9 მეტრი
მოსახლეობა 26 017 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1495,23 კაცი/კმ²
აგლომერაცია 127 635
სასაათო სარტყელი UTC-10
სატელეფონო კოდი 98714
საფოსტო ინდექსი 98714[1] [2] და 98713[2]
ოფიციალური საიტი ville-papeete.pf ville-papeete.pf ville-papeete.pf
პაპეეტე — დედამიწა
პაპეეტე

კლიმატი რედაქტირება

 
პაპეეტეს კომუნა

კლიმატი პასატურია სუბეკვატორულთან მსგავსი. ტემპერატურა მთელი წელი პრაქტიკულად მუდმივია. სეზონი ნოემბრიდან მაისამდე ტენიანია, ხოლო ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი. ამასთან ერთად ნალექი მშრალ სეზონშიც მოდის და ამიტომ ისინი თანდათანობით შეუმჩნევად ერწყმიან ერთმანეთს.

ისტორია რედაქტირება

მისიონერი უილიამ კრუკი იყო პირველი ევროპელი, რომელიც 1818 წელს ეწვია პაპეეტეს და იქვე დასახლდა. ХІХ საუკუნეში მიმდინარეობდა ქალაქის მზარდი განვითარება და გაფართოება. პაპეეტე იქცა ქვეყნის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრად. ის 1827 წელს გახდა ტაიტის დედოფლის პამარე IVს რეზიდენცია, რომელმაც 1830 წელს პაპეეტე ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა. საფრანგეთის მმართველობის პერიოდში 1843 წელს ტაიტიზე შეიქმნა პროტექტორატი, ეს ქალაქი უკვე ფრანგული პოლინეზიის ოფიციალური დედაქალაქი გახდა.

1884 წელს ხანძარმა პაპეეტეს მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია, ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი 1906 წლის ციკლონმაც მიაყენა. ამასთან ერთად ქალაქში ჩასახლდა ზოგიერთი ჩინელი, რამაც გამოიწვია მისი მოსახლეობის სწრაფი ზრდა და იმ დროისათვის შეადგინა 5000 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი იბომბებოდა იაპონიის მიერ, რამაც მას ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ადრე პაპეეტეს ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის, 1960 წელს აშენებული ბეტონის ნაგებობების, კრიმინალის, პროსტიტუციის და გარემოს დაჭუჭყიანების გამო ჰქონდა საკმაოდ ცუდი რეპუტაცია. მაგრამ ბოლო დროს ქალაქის მესვეურთა დიდი შრომის შედეგად ჩატარდა ქალაქის მთლიანი რემონტი, ამიტომაც დღეს იგი წარმოადგენს ცხოვრებისათვის მშვენიერ რაიონს სუფთა ჰაერით და დასვენების ყველა საშუალებებით.

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობის რაოდენობა ქალაქ პაპეეტეში შეადგენს 26 017 ადამიანს[3] (2007), მაგრამ მისი აგლომერაცია გაცილებით მრავალრიცხოვანია — 130 ათასი ადამიანი (2007 წელი).

ტრანსპორტი რედაქტირება

პაპეეტე არის ფრანგული პოლინეზიის მთავარი საზღვაო პორტი, ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ფააას საერთაშორისო აეროპორტი, რომლიდანაც მრავალ ქვეყანაში ხორციელდება რეისები.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

1891 წლიდან ამ ტერირტორიაზე ცხოვრობდა პოლ გოგენი. მოკლე დროით საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ (1893—1895), ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო ის სამუდამოდ გადასახლდა ოკეანეთში — პირველად ტაიტიზე, 1901 წლიდან კი კუნძულ ჰივა-ოაზე (მარკიზის კუნძულები).

1980 წლის 20 აგვისტოს აქ გარდაიცვალა ჯო დასენი.

2013 წელს აქ ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი პლაჟის ფეხბურთში.

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Kay, Robert F. Hidden Tahiti, Ulysses Press, Berkeley, California, 2001. ISBN 1-56975-222-2.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: