პანორმუსის ბრძოლა

პანორმუსის ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 251
მდებარეობა პანორმა, თანამედროვე პალერმო
შედეგი რომის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
ლუციუს ცეცილიუს მეტელუსი ჰასდრუბალი
ძალები
60 000 21 000
დანაკარგები
2 500 11 000

პანორმუსის ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც მოხდა ძვ. წ. 251 წელს პირველი პუნიკური ომის მიმდინარეობისას სიცილიაზე. ბრძოლაში რომაელთა გამარჯვებამ განაპირობა მათი კონტროლის შენარჩუნება პანორმაზე.

წინარეისტორია რედაქტირება

აფრიკული ექსპეციის წარუმატებლობის და ძვ. წ. 252 წელს რომის ფლოტის ქარიშხალში დაღუპვის შემდეგ, რომაელებს დროებით უარის თქმა მოუწიათ ომის ისევ აფრიკაში გადატანის გეგმებზე და საზღვაო ბრძოლებზე, ამიტომ ყურადღება ისევ სიილიაზე სახმელეთო ჯარებზე გადაიტანეს.

ძვ. წ. 251 წელს რომაელებმა გაგზავნეს სიცილიაზე ლეგიონები კონსულების ლუციუს ცეცილიუს მეტელუსის და გაიუს ფურუსის მეთაურობით. რომაელების ფლოტის დაღუპვის შემდეგ კართაგენელები ისევ გაბატონდნენ ზღვაზე. ისინი არა ნაკლებ იმედებს ამყარებდნენ ასევე სახმელეთო ძალებზეც. რომაელებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ ტუნისის ბრძოლა და ამ პერიოდის განმავლობაში ყველანაერად თავს არიდებდნენ დაბლობებში კართაგენელებთან შეხვედრას და დიდ ბრძოლებს.

ლუციუს ცეცილიუსი თავისი ლეგიონებით პანორმაში გამაგრდა, მოკავშირეების დასაცავად მოსავლის აღებისას. ჰასდრუბალი ლილიბეუმიდან გამოვიდა და თავისი ლაშქარით დაბანაკდა პანორმის ოლქის საზღვართან. ცეცილიუსმა იცოდა ჰასდრუბალის თავდაჯერებულობის შესახებ და პროვოცირებას უკეთებდა ქალაქიდან ჯარების არ გამოყვანით. ჰასდრუბალმა ჩათვალა, რომ რომაელები ვერ გაბედავენ მის წინააღმდეგ გამოსვლას, და პანორმის ოლქში შევიდა და პანორმამდე მიაღწია. ცეცილიუსმა მსუბუქად შეიარაღებულნი[1] გაუშვა, და ისინი ჰასდრუბალს იქამდე აწუხებდნენ, სანამ იგი საბრძოლველად არ განლაგდა.

ბრძოლა რედაქტირება

ცეცილიუსმა მსუბუქად შეიარაღებულნი კედლის წინ, თხრილთან, დააყენა, და მათ ისრები დაუშინეს სპილოებს. კედლებთან კი მოიმარაგა სასროლი იარაღები. კონსული თვითონ ქალაქის კარიბჭესთან იდგა, კართაგენელთა მარცხენა ფრთის პირისპირ და მსუბუქად შეიარაღებულებს ახალ დამატებებს უგზავნიდა.

კართაგენული სპილოები წინ წავიდნენ მსუბიქად შეიარაღებულებისკენ და თხრილამდე დახიეს ისინი. ჯარისკაცებმა თავი თხრილს შეაფარეს. სპილოები ასევე იჭრებოდნენ კედლებიდან ნატყორცნი ისრებითაც, სადაც ცეცილიუსმა განგებ ცოტა მცველი დააყენა, ჰასდრუბალის გასათამამებლად. ზონარას თანახმად, ამავდროულად ზღვის მხრიდან ქალაქს კართაგენული ფლოტიც მოადგა. საბოლოოდ დაჭრილი ცხოველები გადაირივნენ, უკან გატრიალდნენ და თავისიანებს დაესხნენ თავს.

როდესაც კართაგენულმა სპილოებმა გათელეს საკუთარი რიგები, ცეცილიუსი ძირითადი ჯარებით და ფლანგიდან დაარტყა კართაგენელებს და უკუ აქცია, თან ბევრი დახოცა. ზონარას თანახმად რომაელი ლეგიონერები ქალაქის ყველა კარიბჭიდან გამოვიდნენ. ბევრი კართაგენელი ცდილობდა გემებამდე მიეცურა, მაგრამ დაიხრჩო. დიოდორეს თანახმად, ბრძოლაში კართაგენული ჯარის ნაწილი მონაწილეობდა. გალი დაქირავებული ჯარისკაცები დათვრნენ და ბანაკში დარჩნენ, სადაც ისინი რომაელებმა გაჟლიტეს.

შედეგები რედაქტირება

რომაელები თავისუფლებას დაპირდნენ იმ ტყვეებს, ვინც გაფანტულ სპილოებს დაიჭერდა. ამაზე ნუმიდიელები დათანხმდნენ[2].თუმცა პოლიბიუსის თანახმად სპილოები რომაელმა მხედრებმა დაიჭირეს. კართაგენელებმა 11 000 ადამიანი დაკარგეს. პოლიბიუსის თანახმად, რომაელებმა ბრძოლის ველზე 10 სპილო შეიპყრეს, დანარჩენები კი გაფანტულები იყვნენ და დაიჭირეს. ევთროპიუსის და ოროზიუსის ცნობებით კი ბრძოლაში 26 სპილო დაიღუპა[3].

ამ გამარჯვებას რომაელებისთვის როგორც ტაქტიკური ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მათ აღიდგინეს ტუნისის ბრძოლის შემდეგ დაკარგული გამბედაობა და შეინარჩუნეს პანორმა, ამის გარდა, სპილოების დაკარგვით საგრძნობლად დაასუსტეს კართაგენელთა სახმელეთო ჯარები. სპილოების ხელში ჩაგდებას რომაელთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ფრონტინეს თანახმად ეს გასტატები იყვნენ.
  2. ზონარა, ოროზიუსი, ევთროპიუსი
  3. ტიტუს ლივიუსის პერიოქებისა და ზონარას თანახმად, რომაელებმა საერთო ჯამში 120 სპილო ჩაიგდეს ხელში, დიოდორესთან 60, ფლორუსთან 100