პამპის ბალახი, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum) — მრავალწლოვანი ორსახლიანი, დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. ღეროების სიმაღლე 2-3 მ აღწევს. გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს.

პამპის ბალახი
Cortaderia selloana
Cortaderia selloana
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლევნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
სახეობა:  პამპის ბალახი
ლათინური სახელი
Cortaderia selloana

ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში. ყვავილობს შემოდგომაზე. დეკორატიულია. კულტივირებულია დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

მოშენებულია დასავლეთ ამიერკავკასიაში. სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.

ლიტერატურა რედაქტირება