პალაცო ბარბერინი (იტალ. Palazzo Barberini) — ბარბერინების გვარის სასახლე (პალაცო) იმავე სახელწოდების მოედანზე რომის აღმოსავლეთ ნაწილში.

სასახლის ფასადი

დღესდღეობით აქ ძველი ხელოვნების ეროვნული გალერეაა განთავსებული.

აიგო მათეო ბარბერინის შეკვეთით მას შემდეგ, რაც იგი რომის პაპად - ურბან VIII-ედ იქნა არჩეული. სასახლის აგებაში 1627-1633 წლებში სამი გამოჩენილი ხუროთმოძღვარი იღებდა მონაწილეობას - კარლო მადერნა, მისი დისწული ფრანჩესკო ბორომინი და საბოლოოდ ბერნინი. იერ-სახით სასახლე მანერიზმს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ბაროკოს. მის გარშემო პაპების ისტორიაში პირველად ფართო წალკოტი გააშენეს, რომელიც მოგვიანებით განადგურდა.

ურბან VIII გარდაცვალების შემდეგ სასახლეს პაპის ხაზინამ გაუკეთა კონფისკაცია, მაგრამ, ბარბერინების ოჯახს 1653 წელს უკან დაუბრუნდა. მნახველებს ბარბერინების ძლევამოსილებისთვის ხოტბისშემსხმელი პიეტრო დე კორტონის ნახატი ბორომინის „ლოკოკინისმაგვარი“ კიბე, ანტიკური პორტლენდის ლარნაკი, პალესტრინის მოზაიკა და მთვრალი სატირიკოსის ქანდაკი, სარდაფებში კი მითრას ძველი ტაძრის ნანგრევები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Blunt, Anthony, "The Palazzo Barberini", Journal of the Warburg and Courtauld Institutes 21 (1958).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება