პაისანდუ (ესპ. Paysandú) — ქალაქი ურუგვაიში, პაისანდუს დეპარტამენტის დედაქალაქი.

ქალაქი
პაისანდუ
Paysandú
დროშა გერბი

ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
დეპარტამენტი პაისანდუ
კოორდინატები 32°19′17″ ს. გ. 58°04′32″ დ. გ. / 32.32139° ს. გ. 58.07556° დ. გ. / -32.32139; -58.07556
დაარსდა 1756
ცენტრის სიმაღლე 34
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 76 412 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +598 472
საფოსტო ინდექსი 60000
ოფიციალური საიტი https://www.paysandu.gub.uy/
პაისანდუ — ურუგვაი
პაისანდუ
არგენტინასთან დამაკავშირებელი ხენერალ-არტიგასის ხიდი

მდებარეობს მდინარე ურუგვაის ნაპირებზე, რომელზეც გაივლის საზღვარი არგენტინასთან. გაშენებულია დედაქალაქ მონტევიდეოდან 378 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, პაისანდუ ურუგვაის სიდიდით მეოთხე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.

ქალაქის სიახლოვეს, ჩრდილოეთით მდებარეობს ხენერალ-არტიგასის ხიდი, რომელიც ურუგვაის აკავშირებს არგენტინის ენტრე-რიოსის პროვინციასთან, ქალაქ კოლონის სამხრეთ ნაწილთან.[1]

ისტორია რედაქტირება

დაარსდა 1756 წლის ოქტომბერში და „ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი მიიღო ჯერ კიდევ ურუგვაის დამოუკიდებლობამდე. 1863 წლის 8 ივნისს სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).

1864 წლის 2 დეკემბერს ურუგვაის ძალებმა გენერალ ლეონარდო გომესის ხელმძღვანელობით ქალაქი შემოჭრილ ბრაზილიელთა ძალებისგან დაიცვეს.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Leitner, Gerry (January 2001). Argentina Travel Companion. Hunter Publishing, Inc, გვ. 936. ISBN 978-0-9587498-1-7. ციტირების თარიღი: 30 May 2011. 
  2. Marley, David (February 2008). Wars of the Americas: a chronology of armed conflict in the Western Hemisphere, 1492 to the present. ABC-CLIO, გვ. 855. ISBN 978-1-59884-100-8. ციტირების თარიღი: 30 May 2011.