პავლე კოსტიჩევი

რუსი მეცნიერი

პავლე ანდრიას ძე კოსტიჩევი (რუს. Костычев, Павел Андреевич; დ. 24 თებერვალი[ ძვ. სტ. 12 თებერვალი] 1845, მოსკოვი — გ. 3 დეკემბერი [ ძვ. სტ. 21 ნოემბერი] 1895, პეტერბურგი) — რუსი მეცნიერი, თანამედროვე ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებელი.

პავლე კოსტიჩევი
დაბ. თარიღი 12 (24) თებერვალი, 1845
დაბ. ადგილი შაცკის რაიონი
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი (3 დეკემბერი), 1895 (50 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ქიმიკოსი, გეოლოგი, pedologist, აგრონომი[2] , მიკრობიოლოგი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სატყეო ინსტიტუტი

1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინსტიტუტი. 1876 წლიდან პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინსტიტუტის და პეტერბურგის უნივერსიტეტში ჯერ მასწავლებელი იყო, შემდეგ — პროფესორი. 1878 წელს ნიადაგთმცოდნეობის კათედრასთან დაასრსა პირველი აგრონომიული ლაბორატორია რუსეთში. 1881 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი. მისი ძირითადი ნაშრომები ეხება ნიადაგთწარმოქმნის ბიოლოგიური საფუძვლებისა და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების გზების შესწავლას. ავტორია „ნიადაგთმცოდნეობის“ (ნაწ. 1-3, 1886–1887) პირველი რუსული სახელმძღვანელოსი, მას ეკუთვნის აგრეთვე ორიგინალური სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები სოფლის მეურნეობაში.

თხზულებები რედაქტირება

  • Почвоведение, М.— Л., 1940;
  • Почвы чернозёмной области России. Их происхождение, состав и свойства, М., 1949;
  • Избр. труды, М., 1951 (имеется список трудов К.).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 698.
  • Виленский Д. Г., П. А. Костычев, Куйбышев, 1950;
  • Храпков С. А., Павел Андреевич Костычев, М., 1954;
  • Храпков С. А., Профессор П. А. Костычев, 3 изд., М., 1972.

სქოლიო რედაქტირება

  1. Костычев Павел Андреевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 13 : Конда — Кун. — С. 279.
  2. 2.0 2.1 2.2 Czech National Authority Database