პავლე აბრამის ძე ბერიშვილი (დ. 1891, რაჭის მაზრა, ონი — გ. 17 ნოემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

პავლე ბერიშვილი
დაბ. თარიღი 1891
დაბ. ადგილი ონი
გარდ. თარიღი 17 ნოემბერი, 1937(1937-11-17)
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

პავლე აბრამის ძე ბერიშვილი დაიბადა 1891 წელს, ქუთაისის გუბერნიის, რაჭის მაზრის სოფელ მოედანში (ამჟამად ონის მოედნის უბანი). დაამთავრა ონის სამოქალაქო სასწავლებელი. შემდგომ სწავლობდა ბაქოში, ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც შეისწავლა ლითონის დამუშავება და ხარატობა. 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. შემდგომ პერიოდში იგი დააკავეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ენისეისკში. პავლე ბერიშვილი საქართველოში 1935 წელს დაბრუნდა. 1937 წელს იგი კვლავ დააპატიმრეს და 17 სექტემბერს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე ღამეს აღასრულეს. 1989 წლის 17 ნოემბერს იგი რეაბილიტირებულია კრასნოიარსკის სამხარეო პროკურატურის მიერ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 173-174, თბ., 2016