პადერბორნი (გერმ. Paderborn) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, პადერბორნის რაიონის დედაქალაქი. ქალაქის სახელი მომდინარეობს მდინარე პადერისგან, რომელიც პადერბორნის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს, 200-ზე მეტი წყაროსგან იღებს სათავეს.

ქალაქი
პადერბორნი
Paderborn
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია
კოორდინატები 51°43′00″ ჩ. გ. 8°46′00″ ა. გ. / 51.71667° ჩ. გ. 8.76667° ა. გ. / 51.71667; 8.76667
მერი მიხაელ დრეიერი
ფართობი 179.59 კმ²
ცენტრის სიმაღლე 94±1 მეტრი
მოსახლეობა 154 755 (31 დეკემბერი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 05252, 05254, 05251 და 05293
საფოსტო ინდექსი 33098–33109
საავტომობილო კოდი PB[2]
ოფიციალური საიტი https://www.paderborn.de/
პადერბორნი — გერმანია
პადერბორნი

ისტორია რედაქტირება

პადერბორნი 795 წელს კარლოს დიდმა დააარსა, როგორც საეპისკოპოსო. 799 წელს, პაპი ლეო III მტერს გაექცა და თავი ამ ქალაქს შეაფარა, სადაც ის კარლოს დიდს შეხვდა. კარლოსმა 800 წელს პაპრ რომში დააბრუნა და უკან დაბრუნებისას, ლეოს მიერ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად იკურთხა.

1100 წელს, პადერბორნის საეპისკოპოსო იმპერიის ფიურსტი გახდა. 1802 წელს ქალაქი პრუსიელებმა აიღეს, შემდეგ კი ფრანგებმა.

დღეისათვის, ქალაქი რომანულ-კათოლიკური არქისაეპისკოპოსოს ცენტრია.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Alle politisch selbständigen Gemeinden mit ausgewählten Merkmalen am 31.12.2022DESTATIS, 2023.
  2. http://www.europeanplates.com/information/german-city-codes.html