პაბლო კასალსი (ესპ. Pablo Casals; დ. 29 დეკემბერი, 1876, ვენდრელი, ესპანეთი — გ. 22 ოქტომბერი, 1973, სან-ხუანი, პუერტო-რიკო) — ესპანელი ვიოლონჩელისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე. მისი როგორც ვირტუოზი შემსრულებლის, დებიუტი შედგა 1899 წელს პარიზში. 1901 წლიდან ტრიუმფით გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (1905-1913 წწ. რუსეთში). უკრავდა ტრიოში ალფრედ კორტოსა და ჟაკ ტიბოსთან ერთად. კასალსმა ხანგრძლივი საშემსრულებლო მოღვაწეობით ეპოქა შექმნა სავიოლონჩელო ხელოვნებაში. 1920 წელს ბარსელონაში ჩამოაყალიბა სიმფონიური ორკესტრი, 1924 წელს მუსიკალური საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1936 წლამდე. 1939 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში. 1950 წლიდან ეწყობოდა კასალსის სახალხო ფესტივალები. 1957 წლიდან მრავალ ქვეყანაში იმართება კასალსის სახელობის სახელობის ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსები (პირველი მოეწყო პარიზში).

პაბლო კასალსი

ლიტერატურა რედაქტირება