ოძუნი (სომხ. Օձուն) — სოფელი სომხეთში, მდებარეობს ლორეს პროვინციაში, რკინიგზის სადგურ სანაინიდან სამხრეთით ორ კილომეტრში, სანაინისა და ახპატის მონასტრების ახლოს.

სოფელი
ოძუნი
Օձուն

ოძუნის მონასტერი
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
პროვინცია ლორეს პროვინცია
კოორდინატები 41°03′06″ ჩ. გ. 44°36′55″ ა. გ. / 41.05167° ჩ. გ. 44.61528° ა. გ. / 41.05167; 44.61528
ადრეული სახელები უზუნლარი (1967 წლამდე)
ცენტრის სიმაღლე 1100±1 მეტრი
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 4 577 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი 1731
ოფიციალური საიტი http://odzun.am/
ოძუნი — სომხეთი
ოძუნი

ოძუნი ტაშირის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებაა. გვიანდელ შუა საუკუნეებში იყო ტაშირის პროვინციის ცენტრი. უძველეს ისტორიულ საბუთებში ოძუნი მოხსენიებულია, როგორც კათოლიკოს ოვანეს III-ის სამშობლო.

სოფელში დგას გუმბათოვანი ბაზილიკა ოძუნის მონასტერი, რომელიც სავარაუდოდ VI-VII საუკუნეებს მიეკუთნება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება