ოყარი (ლათ. Egretta) — დიდი ზომის ფრინველთა გვარი ყანჩისებრთა ოჯახისა. ადრე აერთიანებდა 3 სახეობას: დიდი ოყარი (Egretta alba), საშუალო ოყარი (Egretta intermedia) და პატარა ოყარი (Egretta garzetta), ხოლო ახლა — 13 სახეობას: პატარა ოყარი (Egretta garzetta), თეთრი ოყარი (Egretta thula), ცისფერფეხა ოყარი (Egretta rufescens), სამხრეთაფრიკული წითურყელიანი ოყარი (Egretta vinaceigula), შავი ყანჩა (Egretta ardesiaca), სამფეროვანი ყანჩა (Egretta tricolor), თეთრლოყება ყანჩა (Egretta novaehollandiae), პატარა ცისფერი ყანჩა (Egretta caerulea), აღმოსავლური რიფის ყანჩა (Egretta sacra), სანაპიროს ყანჩა (Egretta gularis), რიფის ყანჩა (Egretta dimorpha), კაჭკაჭისებრი ყანჩა (Egretta picata), და ყვითელნისკარტა ყანჩა (Egretta eulophotes);[1] აგრეთვე ერთ ამომწყდარ სახეობას Egretta subfluvia. ბუდობენ კოლონიებად. დებენ 3-4 (იშვიათად 5) კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 25-26 დღე-ღამე. ფართოდ არიან გავრცელებული ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. დიდი ოყარი საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი ფრინველი. გვხვდება ჯავახეთში, კოლხეთის დაბლობსა და სამეგრელოში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ოყარი შეტანილია „წითელ წიგნში“.

ოყარი

პატარა ოყარი (Egretta garzetta)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Egretta (Forster, 1817)

სახეობები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება