სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქტავა (მრავალმნიშვნელოვანი).

ოქტავა (ლათ. octava — მერვე) — მუსიკალური ინტერვალი, სადაც თანაფარდობა ბგერების სიხშირეთა შორის არის 1:2.

ოქტავის ინტერვალი მოიცავს დიატონური ბგერათრიგის რვა საფეხურს, მაგალითად, «დო»-დან შემდგომ «დო»-მდე ან «რე»-დან შემდგომ «რე»-მდე და ა შ. ოქტავა აღინიშნება ციფრით 8.

არსებობს ოქტავის სამი ნაირსახეობა:

  • სუფთა ოქტავა — ინტერვალი შეიცავს რვა საფეხურს და ექვს ტონს.
  • შემცირებული ოქტავა — ინტერვალი შეიცავს რვა საფეხურს და ხუთნახევარ ტონს.
  • გადიდებული ოქტავა — ინტერვალი შეიცავს რვა საფეხურს და ექვსნახევარ ტონს.


გახმოვანება რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება


თარგი:მუსიკალური ინტერვალები