ოქროს ბულა (ლათ. bulla aurea; ბერძ. Χρυσόβουλλον, „ხრუსობულონ“) — შუა საუკუნეების მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ სიგელთა სახელი, რომელიც სიგელზე შეკიდებულ ოქროს ბეჭდისაგან წარმოდგება. თავდაპირველად გამოიყენებოდა ბიზანტიის იმპერიაში. ცნობილია უნგრეთის მეფის ანდრაშ II-ის 1222 წლის ოქროს ბულა, რომელმაც შეზღუდა სამეფო ხელისუფლება და განამტკიცა თავადაზნაურობის პრივილეგიები. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმპერატორ კარლ IV-ის 1356 წელს ოქროს ბულა, რომელიც საღვთო რომის იმპერიის ძირითადი საკანონმდებლო აქტი იყო და 1806-მდე მოქმედებდა. შუა საუკუნეების საქართველოში მას „ოქრობეჭედის“ სახელით იცნობდნენ. ოქრობეჭდებზე ბევრგან არის საუბარი პეტრიწონის მონასტრის წესდებაში (XI ს.), რომელიც გრიგოლ ბაკურიანის ძემ შეადგინა.

1356 წლის ოქროს ბულა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • შანიძე ა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 3, ნაკვ. 2 - ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ., 1926;
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, თბ., 1984