ოქროპირ ბატონიშვილი

ოქროპირ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1795 — გ. 1857) — გიორგი XII-ის ძე. 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე. შეთქმულთა იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც ოცნებობდა საქართველოს ფეოდალურ-მონარქიული სახელმწიფოს აღდგენაზე. XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ცხოვრობდა პეტერბურგში და ქართველ ახალგაზრდობას პროპაგანდას უწევდა რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოსაწყობად. 1829 წელს თბილისში ჩამოვიდა და შეთქმულების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად აჯანყების გეგმებს აწყობდა. ამ მიზნით მან იმოგზაურა აღმოსავლეთ საქართველოში. შეთქმულების გაცემის შემდეგ კოსტრომაში გადაასახლეს.

ოქროპირ ბატონიშვილი

დაიბადაოქროპირ ბაგრატიონი
5 ივლისი (24 ივნისი), 1795
თელავი, ქართლ-კახეთის სამეფო
გარდაიცვალა5 ივლისი (24 ივნისი), 1857
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
ეროვნებაქართველი
სხვა სახელებიოქროპირ გრუზინსკი
ტიტული თავადი
რელიგიური მრწამსიმართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე ანა ქუთაისოვა
შვილები გიორგი, ანა, პავლე, ირაკლი და პრასკოვია
მშობლები მამა — გიორგი XII
დედა — მარიამ ციციშვილი

1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც[1].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება