ოსური ვიკიპედია (ოს. Википеди иронау) — ვიკიპედიის განყოფილება ოსურ ენაზე. თავისუფალი ენციკლოპედია. გაეშვა 2005 წლის 28 თებერვალს, თუმცა 2005 წლის მაისამდე ინტერვიკი პრეფიქსით — os: არ მუშაობდა. სტატიების თვალსაზრისით, ოსური ვიკიპედიის მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის პირველ თვეებში. ოსურ ვიკიპედიაზე დიდ გავლენას ახდენს რუსული ვიკიპედია, საიდანაც ითარგმნება სტატიები და სხვა. 2013 წლის იანვრის მდგომარეობით ოსურ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 8 ათასი სტატია. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 20-ს აჭარბებს. ჰყავს 3 ადმინისტრატორი.

ვიკიპედიის ნიშანი ოსური ვიკიპედია
Википеди иронау
განყოფილების ლოგო
მისამართი: os.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ოსური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 18 179
გვერდების რაოდენობა: 66 824
რედაქტირებების რაოდენობა: 555 319
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 24 869
აქტიური მომხმარებელი: 26
ადმინისტრატორი: 3
სიღრმე: 59.5

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ოსურ ენაზე
Википеди иронау