ოსე წინასწარმეტყველი

წმინდა ოსე წინასწარმეტყველიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 ოქტომბერი, ახალი სტილით — 30 ოქტომბერი. წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმინდა წინასწარმეტყველთა: ისაიას, მიქეას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმინდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.

ოსე წინასწარმეტყველი

მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა. ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა და სიკვდილის დათრგუნვა. წმინდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული. ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.