მეჰმეთ რაშით ოღუთჩუ (თურქ. Mehmet Raşit Öğütçü დ. 15 სექტემბერი,1914, ადანა, თურქეთი2 ივნისი, 1970, სოფია, ბულგარეთი), ფსევდონიმი ორჰან ქემალი (თურქ. Orhan Kemal) — თურქი მწერალი. ცნობილია თავისი რომანებით, სადაც აღწერს თურქეთის ღარიბი ფენის ცხოვრებას.

ორჰან ქემალი
თურქ. Orhan Kemal
სრული სახელი მეჰმეთ რაშით ოღუთჩუ
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1914
დაბადების ადგილი ჯეიჰანი; ადანა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 ივნისი, 1970 (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოფია, ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
დასაფლავებულია ზინჯირლიქუიუს სასაფლაო
ფსევდონიმი ორჰან ქემალი
საქმიანობა მწერალი
ენა თურქული
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
პერიოდი 1949-1970
ჟანრი რომანი
მიმდინარეობა სოციალური რეალიზმი
საიტი orhankemal.org

ბიოგრაფია რედაქტირება

ორჰან ქემალი დაიბადა 1914 წლის 15 სექტემბერს ადანაში. ბავშვობის პირველი წლები ადანაში გაატარა. პირველი მსოფლიო ომის დროს მისი ოჯახი იძულებული გახდა გადასულიყო ნიღდეში, შემდეგ კი კონიაში. კონიაში ცხოვრების პერიოდში დაიწყო სახელმწიფო ამბოხი. მწერლის მამა აბდულქადირ ქემალი ოღუთჩუ, რომელიც ადვოკატი იყო, თურქეთის ეროვნული ძალების შემადგენლობაში შედიოდა. ამბოხების დასრულების შემდეგ ის გადაინაცვლა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში. ამ პერიოდში ოღუთჩუები უკვე ანკარაში ცხოვრობდნენ. 1923 წელს ორჰან ქემალი ოჯახთან ერთად ბრუნდება ადანაში. მამამისმა დაიწყო გაზეთ „თოქსოზის“ გამოცემა. თურქეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) მიერ მშვიდობის უზრუნველყოფის კანონი იქნა მიღებული. ამ კანონის შედეგად გაზეთი „თოქსოზი“ და სხვა გაზეთების გამოცემა შეწყდა. აბდულქადირ ქემალი კი 11 თვით დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ მწერლის მამა აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, ორჰან ქემალი არ ინტერესდებოდა ამით. 1930 წელს მამაისი იძულებული გახდა თურქეთიდან სირიაში გაქცეულიყო. 1931 წელს კი მთელი ოჯახით ბეირუთში დასახლდნენ[1].

ცხოვრების ერთი წელი ორჰან ქემალმა სირიაში გაატარა, რის შემდეგაც დაბრუნდა სამშობლოში. აქ მან დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. ქემალმა ბამბის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. აქ იგი სხვადასხვა თანამდებობეზე იყო - დაწყებული უბრალო მუშით, დამთავრებული ქარხნის მდივნით. მისი ცხოვრების მძიმე წლები აისახა მის ნაწარმოებში. 1937 წელს ქარხანაში გაიცნო ახალგაზრდა გოგონა ნურიე, რომელიც შემდგომში მისი მეუღლე გახდა. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ქალიშვილი ილდიზი[2].

1938 წელს ნიღდეში, ჯარში მსახურებისას მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, „წითელი იდეების“ პროპაგანდისთვის 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. 1940 წელს ციხეში ის ხვდება თურქ მწერალსა და საზოგადოებრივ მოღვაწეს ნაზიმ ჰიქმეთს, რომელიც „რომანტიკოსი კომუნისტის“ სახელით იყო ცნობილი. ციხეში ორჰან ქემალი სწავლობს ფრანგულ ენას, ფილოსოფიასა და სოციოლოგიას. თავდაპირველად, მან გამოსცა ლექსები ფსევდონიმებით რაშიდ ქემალი და ორჰან რაშიდი. თუმცა ნაზიმ ჰიქმეთმა შთააგონა მას დაეწერა რომანები და მოთხრობები.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ორჰან ქემალმა დაიწყო საკუთარი ნაწარმოებების ბეჭდვა. 1943 წელს ერთ-ერთ თურქულ გაზეთში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა ფსევდონიმით ორჰან ქემალი. ამავე წელს ის დაბრუნდა ადანაში, სადაც მუშაობდა მტვირთავად და მუშად.

1944 წელს მწერალს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ნაზიმი დაარქვეს. 1949 წელს გარდაიცვალა მწერლის მამა- აბდულქადირ ქემალი ოღუთჩუ და ამავე წელს ორჰანს ეყოლა მეორე ვაჟი, რომელსაც მამის პატივსაცემად დაარქვა ქემალი.

1945 წელს დაასრულა ჯარში მსახურობა, რომლის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო1938 წლის პატიმრობის გამო.

1950 წელს მწერალი ოჯახით გადაიხვეწება სტამბოლში, სადაც საბოლოოდ იწყებს ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1952 წელს გამოიცა მისი ორი რომანი „მურთაზა“ და „ჯემილე“, რომლებმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანეს[3]. იგი ცნობილი ხდება საზოგადოებისთვის. 1954 წელს თავისი რომანით „ნაყოფიერ ნიადაგებზე“ უსახლკარო სასოფლო-სამეურნეო მუშაკთა დრამა აღწერა და ის ლიტერატურულ სამყაროს გააცნო.

1957 წელს ორჰან ქემალს ეყოლა მეოთხე შვილი გოგო იშიქი.

1965 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით „იყო ერთი ფილიზი“, რომელიც ავტობიგრაფიულ ხასიათს ატარებდა. მასში მწერალმა აღწერა 1960 წელს თავს გადამხდარი სასიყვარულო ამბავი, რომელიც დიდი ხანი არ გაგრძელებულა და მოკლე დროში დასრულებულა[4]. ამ რომანის მიხედვით 1998 წელს გადაიღეს ტელესერიალი იმავე სახელწოდებით[5].

1966 წელს ორჰან ქემალს ისევ აპატიმრებენ და ისევ კომუნიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ. მაგრამ ამჯერად მწერალს ერთი თვის შემდეგ ათავისუფლებენ.

1967 წელს მწერალმა საკუთარი მოთხრობა პიესად გადააქცია, სახელწოდებით „72-ე კამერა“. ნაწარმოები დაიდგა ანკარის ხელოვნების თეატრის მიერ. ამავე წელს ორჰან ქემალი ანკარის ხელოვნების მოყვარულთა ასოციაციის მიერ არჩეულ იქნა საუკეთესო პიესის მწერლად.

1970 წელს ბულგარეთის მწერალთა კავშირის თხოვნით ჩავიდა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, სადაც გარდაიცვალა თავის ტვინში სისხლის ჩაქცევისგან[2].

1972 წელს, თურქეთში დაწესდა ორჰან ქემალის სახელობის ლიტერატურული პრემია.

სტამბოლში მდებარეობს ორჰან ქემალის მუზეუმი, რომელიც სამ სართულიანია. მუზეუმში მწერლის ცხოვრების ამსახველი ნივთები და ფოტოებია გამოფენილი.

ნაწარმოებები რედაქტირება

მოთხრობები[6] რედაქტირება

  • ჩხუბი პურის გამო / Ekmek Kavgası 1949
  • მთვრალი /Sarhoşlar 1951
  • მრეცხავის ქალიშვილი/ Çamaşırcının Kızı 1952
  • 72-ე კამერა / 72. Koğuş 1954
  • გაფიცვა / Grev 1954
  • ქუჩაბანდი / Arka Sokak 1956
  • ძმური წვლილი / Kardeş Payı 1957
  • ბაბილონის გოდოლი / Babil Kulesi 1957
  • ქვეყანაზე ომი იყო / Dünyada Harp Vardı 1963
  • უბნის ჩხუბი / Mahalle Kavgası 1963
  • უმუშევარი / İşsiz 1966
  • პური უპირველესად / Önce Ekmek 1968
  • პატარები და დიდები / Küçükler ve Büyükler 1971

რომანები[6] რედაქტირება

  • მამის სახლი / Baba Evi 1949
  • სადღესასწაულო წლები / Avare Yıllar 1950
  • მურთაზა / Murtaza 1952
  • ჯემილე / Cemile 1952
  • ნაყოფიერ ნიადაგებზე / Bereketli Topraklar Üzerinde 1954
  • დამნაშავე / Suçlu 1957
  • სახელმწიფო ჩიტი / Devlet Kuşu 1958
  • შემთხვევა / Vukuat Var 1958
  • ქრისტიანის ქალიშვილი / Gavurun Kızı 1959
  • პატარა / Küçücük 1960
  • მსოფლიოს სახლი / Dünya Evi 1960
  • უფსკრულში ჩაძირული / El Kızı 1960
  • ქალბატონის სასახლე / Hanımın Çiftliği 1961
  • ბებერი და მისი ვაჟები / Eskici ve Oğulları 1962
  • გადამფრენი მფრინველები / Gurbet Kuşları 1962
  • ქუჩის ბიჭი / Sokakların Çocuğu 1963
  • სისხლიანი მიწები / Kanlı Topraklar 1963
  • იყო ერთი ფილიზი / Bir Filiz Vardı 1965
  • ინსპექტორებს შორის საუკეთესო / Müfettişler Müfettişi 1966
  • წარმავალი სამყარო / Yalancı Dünya 1966
  • სახლიდან ერთ-ერთი / Evlerden Biri 1966
  • მეგობრული სტვენები / Arkadaş Islıkları 1968
  • ქუჩიდან ერთი გოგონა / Sokaklardan Bir Kız 1968
  • თაღლითი / Üç Kağıtçı 1969
  • ცუდი გზა / Kötü Yol 1969
  • გაქცეული / Kaçak (ö.s.) 1970

პიესები[6] რედაქტირება

  • სკვინჩები / İspinozlar 1965
  • 72-ე კამერა / 72. Koğuş 1967

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება