ორყურასებრნი (ლათ. Zygophyllaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბუჩქბალახები ან ბუჩქები, ზოგჯერ ხეები და ბალახებია. აქვთ მოპირისპირედ ან უფრო იშვიათად მორიგეობით განწყობილი ფოთლები, ხვეულებად, მტევნებად ან დიქაზიუმებად შეკრებილი 4- ან 5- წევრიანი ყვავილები.

ორყურასებრნი
Guaiacum officinale
Guaiacum officinale
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ორყურასებრნი
ლათინური სახელი
Zygophyllaceae

ოჯახი აერთიანებს 25 გვარის 290 მ-მდე სახეობას. მათგან საქართველოში 5 გვარის (მარიამსაკმელა, ლათ. Tetradiclis, ორყურალათ. Zygophyllum, კუროსთავილათ. Tribulus, Nitraria) 5 სახეობაა. მრავალი ორყურასებრნი აბეზარი სარეველაა, ზოგიერთი — შხამიანია. ფილოგენეზურად უძველესი ოჯახია.

ორყურასებრნი გავრცელებულია კავკასიაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთამერიკაში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილსა და ავსტრალიაში.

ლიტერატურა რედაქტირება