ორურო — ქალაქი ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ლა-პასსა და სუკრეს შორის, ზღვის დონიდან 3710 მეტრზე. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 250 000 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
ორურო
Oruro

ტრინიდადის კათედრალი
დროშა გერბი

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დეპარტამენტი ორურო
პროვინცია სერკადო
კოორდინატები 17°58′00″ ს. გ. 67°07′00″ დ. გ. / 17.96667° ს. გ. 67.11667° დ. გ. / -17.96667; -67.11667
ქალაქის მერი როსიო პიმენტელი
დაარსდა 1606 წ.
ფართობი 27 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3710
მოსახლეობა 250,000 კაცი (2010)
ოფიციალური საიტი preforuro.gov.bo
ორურო — ბოლივია
ორურო

ქალაქი დაარსდა 1606 წლის 1 ნოემბერს, როგორც ვერცხლის მოპოვებითი ცენტრი. ვერცხლის მარაგების ამოწურვისთანავე, ქალაქი მიტოვებულ იქნა. მეცხრამეტე საუკუნუს ბოლოს, ორურო ხელახლა აღადგინეს, ამჯერად როგორც კალის მოპოვებითი ცენტრი. ამ დროისათვის, ის კალის მოპოვებისა და წარმოების მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრს წარმოადგენდა, მაგრამ მისი მარაგის ამოწურვისთანავე, ქალაქმა კვლავ დაღმასვლა დაიწყო.

ამჟამად, ქალაქი გამოირჩევა ტურისტებს შორის საკმაოდ პოპულარული ორუროს კარნავალით, რომელიც სამხრეთ ამერიკის უდიდეს ფოლკლორულ ღონისძიებას წარმოადგენს.

ქალაქს სახელი ეწოდა ადგილობრივი ტომის, ურუ-ურუსგან.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება