ორმოცდაათიანელობა

ორმოცდაათიანელობა (ინგლ. Pentecostalism) — ქრისტიანული მიმდინარეობა, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი სახე. XIX საუკუნის დასასრულს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენებულ ცალკეულ პროტესტანტულ საზოგადოებათა წევრები. ეს საზოგადოებები სული წმიდის გარდამოსვლის გამოცდილებას უბრუნდებიან და ეკლესიის რელიგიურ გამოღვიძებას ესწრაფვიან.[1] 2011 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოში 279 მილიონი მიმდევარი ჰყავს (აშშ, ბრაზილია, გვატემალა, ჩინეთი, ინდონეზია, ნიგერია, განა, კენია, ეთიოპია და ზიმბაბვე).[2]. საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი თემები 1918 წლის ახლო ხანს აბასთუმანსა და თბილისში თურქეთიდან გამოსახლებული რუსების ბაზაზე ჩამოყალიბდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ ხელდასხმით ნაკურთხი ხუცესი, რის გამოც წყლით ნათლისღება არ ხდებოდა. თბილისში პირველი ნათლობა 1942 წელს შედგა, რაც უკრაინიდან ჩამოსულმა ხუცესმა, ვასილ ბიზიაევმა, შეასრულა[3]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ორმოცდაათიანელები - ქრისტიანობის ლექსიკონი
  2. Pew Research Center
  3. რელიგიები საქართველოში, თბილისი, 2008 წ, გვ. 440