ორმეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორმეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ორმეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში (სოფლები: ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, შრომა, ხრიალეთი). მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ., ოზურგეთიდან 38 კმ, ურეკის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

სოფელი
ორმეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შრომა
კოორდინატები 41°59′52″ ჩ. გ. 41°52′15″ ა. გ. / 41.99778° ჩ. გ. 41.87083° ა. გ. / 41.99778; 41.87083
ცენტრის სიმაღლე 45-80
მოსახლეობა 347[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,25 %
სომხები 3,75 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ორმეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ორმეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ორმეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ორმეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

სოფელში იდგა უკუნდაგარის ციხე-გალავანი და ეკლესია. ეს ციხე გადაჰყურებდა მდინარე სუფსის შესართავს და აკონტროლებდა ხეობას. 1987 წლის ბოლომდე შემორჩენილი იყო დაახლოებით 20-25 მეტრის სიმაღლის ჩრდილო-დასავლეთის სარკმლებიანი კუთხე, ფრესკითა და კლდეში მოჩუქურთმებული ქვის თაროებით.

ე.წ. ხატისწყლის მიდამოებში იდგა ეკლესია. შემორჩენილია ამ ადგილის დასახელება „ხატის საყდარი“. სოფელში, ალავერდის სერზე აღმოჩენილია წარწერიანი თლილი ქვები და კერამიკის ნაშთები. იმავე სერზე იდგა ნაკაშიძეების „ნაოდვარი“.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[4] 962
2002   579
2014   347 172 175

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. გოგუაძე ე., „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
  4. Кавказский календарь на 1912 год