ორინოკოს დელტამდინარე ორინოკოს ვრცელი დელტა, მდებარეობს აღმოსავლეთ ვენესუელაში.

აერო-ფოტო

დელტა მარაოს ფორმისაა, აყალიბებს მდინარე ორინოკო, სადაც ის იყოფა მრავალ ნაკადად (უწოდებენ კანიოს, caño), რომლებიც დელტაში მიიკლაკნებიან და ზღვას ერთვიან. მთავარ განშტოებას რიო-გრანდეს უწოდებენ, რომელიც ზღვას დელტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ერთვის. მეორე მთავარი განშტოებაა კანიო-მანამო, რომელიც დელტის დასავლეთ კიდეს გასწვრივ, ჩრდილოეთით მიემართება.

დელტა მოიცავს მუდმივი ვეთლენდების ფართო არეალებს, ისევე როგორც სეზონურად დატბორვადი მტკნარი წყლის ჭაობის ტყეებს. დელტის სამდინარო ნაპირები მანგროს ტყეებითაა დაფარული. ყოველდღიური მოქცევები კანიოების ზედა დინებამდე აღწევს.

ორინოკოს დელტა ხასიათდება არაცენტრულობით, ლაგუნების ნაკლებობით და ოკეანურობით. ნაწილობრივ წააგავს მდინარე ნიგერის დელტას. იყოფა ორ სექციად: სისტემის მთავარი, ჩრდილოეთი ნაწილი მდებარეობს კანიო-მანამოსა და კანიო-არაგუაოს მარცხენა ნაპირს შორის, სადაც გაშენებულია სოფლები და შტატის დედაქალაქი ტუკუპიტა; მეორე ნაწილი მდებარეობს კანიო-არაგუაოს მარჯვენა ნაპირსა და რიო-გრანდეს შორის.

ორინოკოს დელტა ერთ-ერთია ვენესუელის ცხრა გეოგრაფიულ რეგიონს შორის. მთლიანად იკავებს დელტა-ამაკუროს შტატის ტერიტორიას, რამდენიმე კილომეტრი ასევე ვრცელდება მონაგასის შტატში და მოიცავს ორინოკოს შესართავს მთლიანად.

რეგიონში სახლობს ვარაოს ხალხი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება