ორანტა ( ლათ. orans, ნათ, ბრ. orantis — მლოცველი) — ღვთისმშობლის ერთ-ერთი იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც გამოისახება მთელი ტანით, ხელებაპყრობილი სახემდე, ხელისგულებით მაყურებლისაკენ. ორანტის ტიპი ადრინდელი ქრისტიანული მლოცველი ფიგურების გამოსახულებიდან მომდინარეობს (რომის კატაკომბების მოხატულობა). ორანტის გამოსახულება გვხვდება მონუმენტურ ფერწერაში, ბიზანტიურ, ქართულ, ძველ რუსულ ხატწერაში. გუმბათოვან ტაძრებში ორანტას ცენტრალური აფსიდის კონქზე გამოსახავდნენ. ორანტის პოზაში წმინდანებსაც ხატავდნენ.

ორანტა. იაროსლავი
ღვთისმშობლის ხატები

ლიტერატურა რედაქტირება