ოპერაცია ანტროპოიდი

ოპერაცია ანტროპოიდირაინჰარდ ჰაიდრიხის მკვლელობის ოპერაციის კოდური სახელწოდება. რაინჰარდ ჰაიდრიხი იყო მესამე რაიხის ხანის გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სს-ის (შუცტაფელი) ობერგრუპენფიურერი და პოლიციის გენერალი, რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს (RSHA) ხელმძღვანელი, ბოჰემიის და მორავიის რაიხსპროტექტორის მოადგილე. მას პრაღაში სასტიკი პოლიტიკის გატარების გამო ,,პრაღელი ჯალათი” შეარქვეს.

რაინჰარდ ჰაიდრიხის ავტომობილი Mercedes-Benz W142 თავდასხმის შემდეგ
რაინჰარდ ჰაიდრიხი, ოპერაცია ანტროპოიდის მსხვერპლი

ოპერაცია 1942 წლის 27 მაისს ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა, რომლის დროსაც რაინჰარდ ჰაიდრიხი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარით მიყენებული ჭრილობით რამდენიმე დღეში, 4 ივნისს გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა ოპერაციის დასრულების შემდეგ თავი ახლოს მდებარე ეკლესიას შეაფარეს, სადაც სს-ის ჯარებმა ყველა დახოცეს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ჩეხოსლოვაკიის გაძევებული მთავრობა, რომელიც ოპერაციას ლონდონიდან მართავდა.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Wiener, Jan G. (2012). The Assassination of Heydrich, Gerald Hausman (Epilogue), William L. Shirer (Introduction), New York: Irie Books. OCLC 247895. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. McNab, Chris (2009). The SS: 1923–1945. London: Amber Books. ISBN 978-1-906626-48-8.