ომი პერუს დამოუკიდებლობისათვის

ხოსე სან-მარტინი აცხადებს პერუს დამოუკიდებლობას

პერუს ომი დამოუკიდებლობისათვის (ესპ. Guerra de Independencia del Perú) — ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის შემადგენელი ნაწილი. მიმდინარეობდა პერუს ვიცე-სამეფოსა და ზემო პერუს ტერიტორიაზე (თანამედროვე პერუ, ბოლივია, ნაწილობრივ ჩილე და არგენტინა).

დამოუკიდებლობის მოპოვება რედაქტირება

1820 წლის სექტემბერში სან-მარტინის ჯარები შევიდნენ პერუში და 1821 წლის ივლისისათვის გაათავისუფლეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი. ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა ლიმაში 1821 წლის 28 ივლისს და სან-მარტინი გახდა ახალი სახელმწიფოს "პროტექტორი". თუმცა საომარი მოქმედებები გრძელდებოდა. 1824 წლის 6 აგვისტოს სიმონ ბოლივარმა ესპანელები ხუნინთან დაამარცხა, ხოლო 9 დეკემბერს აიაკუჩოს დაბლობზე ესპნელები გაანადგურა კოლუმბიის არმიამ ანტონიო ხოსე სუკრეს მეთაურობით, რითაც დასრულდა კიდეც პერუს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.

ომის შედეგები რედაქტირება

დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ მალევე ხელისუფლების სათავეში მოექცნენ კაუდილიოები და დამოუკიდებლობის პირველი 75 წლის მანძილზე ხელისუფლების სათავეში ძირითადად სამხედროები იდგნენ. 1815 წელს ზემო პერუს ეწოდა ბოლივია. 1837 წელს შეიქმნა პერუ-ბოლივიის კონფედერაცია, რომელიც 2 წელიწადში დაიშალა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება