ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის

ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის

ფონტენუის ბრძოლა (1745 წ.)
თარიღი 16 დეკემბერი, 174018 ოქტომბერი, 1748
მდებარეობა ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ინდოეთი
შედეგი აახენის მეორე ზავი
ტერიტორიული
ცვლილებები
პრუსიის კონტროლი სილეზიაზე
მხარეები
პრუსია, (1740–42) (1744–45)
ესპანეთი, (1740-1746)
საფრანგეთი,
ბავარია, (1741–1745)
საქსონია, (1741–1742)
ნეაპოლიტანია, (1741–1742)
გენუა
შვედეთი, (1741–1743)
ჰაბსბურგების მონარქია,
დიდი ბრიტანეთი,
ჰანოვერი,
პროვინციები,
საქსონია, (1743–1745),
სარდინია,
რუსეთი, (1741–43) (1748)
მეთაურები
ფრიდრიხ II,
ლეოპოლდ I,
ლეოპოლდ II,
ფილიპე V,
ფილიპე,
ლუი XV,
კარლ VII,
ლევენჰაუპტი
მარია ტერეზია,
ჯორჯ II,
კარლო ემანუელე III,
ელისაბედ I
ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ვიკისაწყობში

ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის (1740–1748) — ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტი ევროპის სახელმწიფოებს შორის, დაწყებული იმპერატორ კარლ VI ჰაბსბურგის გარდაცვალების შემდეგ (1740 წლის 20 ოქტომბერი).

1713 წელს ავსტრიის იმპერატორმა კარლ VI ჰაბსბურგმა პრაგმატული სანქციით, ავსტრიის დაყოფილი სახელმწიფო განუყოფლად გამოაცხადა, ხოლო ძის არყოლის გამო ტახტი თავის ქალიშვილს მარია ტერეზიას უნდა გადასცემოდა. მარია ტერეზიას – ტოსკანის დიდი ჰერცოგის ფრანც ლოთარინგიელის მეუღლეს ერთობ სავალალო მდგომარეობაში მოუწია სახელმწიფოს მართვა: ცალკეულ, დაყოფილ სამფლობელოებს ერთმანეთთან ძალზე სუსტი ძაფი აკავშირებდა, შეიძლება ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ მონარქის პიროვნულობა. თითოეულ სამფლობელოს თავისი წოდებრივი ორგანიზაცია ჰყავდა. ცენტრალური ხელისუფლება განაგებდა მხოლოდ სამხედრო, საფინანსო და საგარეო საქმეებს.

მხარეთა პრეტენზიები რედაქტირება

მარია ტერეზიას ტახტზე ასვლისთანავე პრუსიამ და საფრანგეთმა ბავარიასთან, საქსონიასთან, ესპანეთთან და პიემონტთან ერთად ომი გამოუცხადა ავსტრიას. ომის უმთავრესი მიზეზი იყო ავსტრია-საფრანგეთისა და ინგლის-საფრანგეთის წინააღმდეგობები, პრუსიის აგრესიული მისწრაფებები და ქიშპი ცენტრალური ევროპის ჰეგემონობაზე.

საფრანგეთს თავისი პოლიტიკური პრეტენზიები გააჩნდა – ავსტრიის ნიდერლანდების ხელში ჩაგდება და თავისი მოკავშირის ბავარიის კურფიურსტის კარლ VII ალბრეხტის (1742–1745) „გერმანელი ერის რომის წმინდა იმპერიის“ იმპერატორად დასმა, რაც შეეხება ავსტრიის იტალიურ სამფლობელოებს, მათზე პრეტენზიას ესპანეთი აცხადებდა.

ომის მსვლელობა რედაქტირება

1740 წლის 16 დეკემბერს ფრიდრიხ II პრუსიელი აცხადებდა პრეტენზიას სილეზიაზე და თავისი არმიით სილეზიაში შეიჭრა. 1741 წლის იანვარში მთელი სილეზია პრუსიის ხელში გადავიდა. 10 აპრილს ავსტრიელები მოლვიცთან დამარცხდნენ.

მტრულ გარემოცვაში მოქცეულ ავსტრიას მხარი ინგლისმა, ნიდერლანდებმა და 1746 წლიდან რუსეთმაც დაუჭირა. ამგვარად ავსტრიული მემკვიდრეობისათვის გამართულ ომში ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა ჩართული. ომის მიწურულს სამხედრო ოპერაციების მთავარმა ასპარეზმა ავსტრიის ნიდერლანდებში გადაინაცვლა, სადაც მორიც საქსონელის სარდლობით შეჭრილმა საფრანგეთის არმიამ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ავსტრია-ინგლისის ჯარებზე ფონტენუასთან1745 წლის 11 მაისს, როკუსთან1746 წლის 11 ოქტომბერს და ლაუფელდთან1747 წლის 2 ივლისს. საფრანგეთის ჯარებმა დაიკავეს ციხესიმაგრეები – ანტვერპენი და მონსი.

ომის დასასრული რედაქტირება

ავსტრიული მემკვიდრეობისათვის წარმართული ომი 1748 წლის 18 ოქტომბრის აახენის მეორე ზავით დასრულდა. ამ ზავით ავსტრია კვლავ ინარჩუნებდა სამფლობელოთა დიდ ნაწილს, ტახტზე მარია ტერეზიას უფლებებიც აღიარეს, ავსტრიის იტალიურ სამფლობელოთა ნაწილი ესპანეთს გადაეცა, სილეზიის დიდი ნაწილი კი პრუსიამ შეიერთა.

აახენის ზავმა, ფაქტობრივად, ვერ მოაგვარა ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკური კონფლიქტები, რამაც, სულ რაღაც 9 წლის შემდეგ, ევროპაში მორიგი, შვიდწლიანი ომი (1756–1763) გააჩაღა, რომელიც მარია ტერეზიამ რუსეთთან კავშირში სილეზიის დასაბრუნებლად წამოიწყო ფრიდრიხ II პრუსიელთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ., გვ. 530-532