ომენი (ლათ omen) — ფენომენი, რომლითაც მომავალს განსაზღვრავდნენ. ნიშანი, რომლის გაგონებასაც ან კარგი უნდა მოესწავლებინა, ან ცუდი.


ძველი რომი რედაქტირება

ძველ რომში ომენების პროფესიონალ ამხსნელთა (ამომცნობთა) ორი ტიპი არსებობდა. ავგურები ხსნიდნენ ჩიტების ფრენის მნიშვნელობას, როცა ჰარუპსიკები ცხოველების მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდნენ, რათა შიგნეულობა გამოეყენებინათ წინასწარმეტყველებისთვის.

ასტროლოგია რედაქტირება

ასტროლოგიაში, მზისა და მთვარის დაბნელებას ( კომეტების გამოჩენისა და სავსე მთვარეობის დარად) ზოგიერთ საზოგადოებაში მიიჩნევდნენ ცნობილი ადამიანების დაბადების, გარდაცვალების და რაიმე ღირსსახსოვარი მოვლენების მომასწავებლად. მაგალითად, მათეს სახარებაში ბეთლემის ვარსკვლავის გამოჩენით იესოს დაბადება იწინასწარმეტყველეს.

ცუდი თუ კარგი რედაქტირება

ომენი შეიძლება გავიგოთ როგორც ცუდი ან კარგი მოვლენა, გააჩნია როგორ ავხსნით. ერთი და იგივე ნიშანი შესაძლოა სხვდასხვაგვარად იქნეს აღქმული სხვადასხვა ხალხსა და კულტურებში. მაგალითად აშშ-სა და ევროპის რიგ ქვეყნებში შავი კატა ავისმომასწავებლად არის მიჩნეული.

კომეტებიც ცუდ და კარგ ომენებად ფასდება. კარგადცნობილი ჰალეის კომეტა ავისმომტანი გამოდგა მეფე ჰაროლდ II-სთვის, თუმცა, კარგ ომენად შეფასდა უილიამ დამპყრობლისთვის.

საქართველო რედაქტირება

ომენები ინდურ ასტროლოგიაში რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება